FM97.5 / LIVE

პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება

მთავარისიახლე, განათლება 20.01.2017
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადამ მარტის ბოლომდე გადაიწია.

პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ აცხადებენ.

„დღეს არსებული ვითარებით და იმის გათვალისწინებით როგორც მიმდინარეობს პროცესები მარტის ბოლომდე დასრულებას აღარ ველოდებით. კომპანიას ჯარიმა ყოველდღიურად ისევ ერიცხება და ის უკვე ჩვენ შავ სიაშიც არის“, – ამბობს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი კოპალეიშვილი.

მისი თქმით, გარდა იმისა რომ სამშენებლო სამუშაოებია დასასრულებელი, დამკვეთს არ მოსწონს უკვე დასრულებული სამუშაოებიც: „მაგალითად, გარე ფასადი როგორც არის შეღებილი ასე არ ჩავიბარებთ და შევაცვლევინებთ“.

შეგახსნებთ, მშენებელ კომპანიაში „ინტერ პლიუსში“ აცხადებდნენ, რომ შენობას წლის ბოლოს დატოვებდნენ და მომავალი წლიდან აქ სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა სკოლაში მუშაობას მათი წარმომადგენლები ჯერ კიდევ აგრძელებენ.

პირველ სკოლაში რემონტი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“