FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს აბრალებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 26.11.2016
ახალციხის პირველი სკოლის მშენებელ ფირმაში აცხადებენ, რომ პროექტი რომელზე მუშაობაც დაიწყეს, არასრული აღმოჩნდა; რას პასუხობს „ინტერ პლიუსი“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“;

პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს

მშენებელი კომპანია „ინტერ პლიუსი“, რომელიც ახალციხის პირველ საჯარო სკოლას არემონტებს, „სამხრეთის კარბიჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. მასალაში, დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, „ინტერ პლიუსის“ დაჯარიმებაზე, ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა სანქციების შესაძლო ამოქმედებაზეც საუბრობს.

მშენებელ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა და არც ჯარიმას იმსახურებენ.

„პირველად ვადის გადაწევა 30 სექტემბრამდე მოხდა, ამის მერე ვადა გადაიწია ხელშეკრულებითვე, 30 ნოემბრამდე. ამ დროში ჩავეტევით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაგვაჯარიმონ. თუ რამდენიმე დღე გადაგვიცდა და 500 ლარით დაგვაჯარიმეს, ეს არაფერია“, – ამბობს „ინტერ პლიუსის“ გენერალური დირექტორი ოთარ ბიძინაშვილი.

რაც შეეხება ორჯერ ხელშეკრულების ვადის გადაწევას, ამას მშენებელ კომპანიაში იმით ხსნიან, რომ პროექტი არასრული აღმოჩნდა და დამატებით ბევრი სამუშაოს შესრულება მოუხდათ. „ინტერ პლიუსში“ აცხადებენ, რომ თუ თავიდანვე ამ მოცულობის სამუშაო იქნებოდა შესასრულებელი და ვადაც ისე იქნებოდა განსაზღვრული როგორც ეს ახლაა, ტენდერში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

„რეალურად, დამატებით ნამდვილად 15 000 კვადრატული მეტრი გავლესეთ და არა 3 500, როგორც ამას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ამბობენ“, – ამბობს „ინტერ პლიუსის“ ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი და ამატებს, რომ დაუშვებელია შენობაში, სადაც 5 600 კვადრატული მეტრი მხოლოდ იატაკია, კედლები 3 500 კვადრატული მეტრი იყოს – „გარდა ამისა, 2,5 სანტიმეტრის ნაცვლად, საშუალოდ, 7 სანტიმეტრი გავლესეთ. ტუფის ქვით ნაშენები, ძველი შენობაა და იმიტომ“.

რაც შეეხება დამკვეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ „ინტერ პლიუსი“ ნაკლები მუშახელითა და ფინანსებით მეტი სამუშაოს შესრულებას ცდილობდა, მშენებელ კომპანიაში სიცრუე უწოდეს: „ზუსტად იმდენი ადამიანი გვყავდა დასაქმებული, რამდენიც საჭირო იყო. თუმცა, კვალიფიციური ხელოსნების ნახვა რეგიონში ნამდვილად რთული იყო“.

კომპანიაში არსებულ ფინანსურ სირთულეებზე კი, რასაც დამკვეთი სამუშაო ვადის გადაწევის ერთ–ერთ მიზეზად ასახელებს, „ინტერ პლიუსის“ გენერალური დირექტორი ასე გვპასუხობს: „მხოლოდ ერთხელ გაგვიჭრიდა, ეს იყო 30 სექტემბრის შემდეგ. ანუ იმ პერიოდში, როცა ხელშეკრულების გაგრძელება მეორედ, ამჯერად უკვე 30 ნოემბრამდე უნდა მომხდარიყო. იმის გამო, რომ ჯერ ხელშეკრულება გაგრძელებული არ გვქონდა, ბანკმა სესხი არ მოგვცა. სხვა მხრივ კომპანიას ფინანუსრი პრობლემა არ შექმნია“.

ოთარ ბიძინაშვილი ამბობს, რომ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ამდენად არც ისაა მისთვის მნიშვნელოვანი, ამ კომპანიის შავ სიაში მოხვდება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'