FM97.5 / LIVE

‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.08.2020
ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება გოდერძი კუბლაშვილი იყოს. პარტიაში აცხადებენ, რომ მის კანდიდატურას განიხილავენ.

‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება

„გიდასტურებთ, რომ განხილვაშია გოდერძი კუბლაშვილის კანდიდატურა. უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე.

გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ „თავისუფალი საქართველოდან“ შეთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

„ამჟამად არც ერთ პარტიაში არ ვარ, რამდენიმე დღის წინ მივიღე შემოთავაზება „თავისუფალი საქართველოსგან“ და აუცილებლად დავთანხმდები“, - ამბობს გოდერძი კუბლაშვილი.

კუბლაშვილი არჩევნებში 2016 წელსაც მონაწილეობდა, იგი პარტია "თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

დღეს, 20 აგვისტოს მონაცემებით, სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ორ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ (ანტონ ობოლაშვილი) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ვაჟა ჩიტაშვილი) ჰყავს დასახელებული.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
'მიუღებელია ივანიშვილის  თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება