FM97.5 / LIVE

'არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ მეუღლეზე დავიწერე' –კუბლაშვილის ულტიმატუმი პარტიას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 30.08.2016
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი პარტიის ლიდერებთან კოორდინაციის არარსებობაზე საუბრობს და მათ მის ცესკოში დასარეგისტრირებლად 1–ელ სექტემბრამდე აძლევს ვადას.

'არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ მეუღლეზე დავიწერე' –კუბლაშვილის ულტიმატუმი პარტიას

ახალციხე-ადიგენის ოლქში, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი დღეს, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის „სამხრეთის კარიბჭესთან“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მისი დაზუსტება მოსთხოვა (ამ მასალაში კუბლაშვილის კანდიდატურის შესაძლო შეცვალზეა საუბარი. ს.კ.)

„ვითხოვ ბატონ გოჩასგან, დააზუსტოს ეს განცხადება, რისი თქმა უნდოდა“,- განაცხადა კუბლაშვილმა და დაამატა, რომ ლიდერები ერთპიროვნულად ჩამოყალიბდნენ მის კანდიდატურაზე, – „ან დამარეგისტრირონ და დავით თარხან-მოურავმა ხელახლა, მედიასაშუალებების წინაშე დამასახელოს, ან კიდევ საბოლოო პასუხი მითხრან“, - ამბობს კუბლაშვილი და ლიდერებს მის დასარეგიტრირებლად ვადას 1 სექტემბრამდე აძლევს.

მისივე თქმით, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ მის კანდიდატურაზე უარს იტყვის, გამორიცხული არა არის ბედი, სხვა პოლიტიკურ ძალებში სცადოს: „არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ ჩემს მეუღლეზე დავიწერე“.

გოჩა თევდორაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ გუშინ, 29 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაძლოა პარტიამ გოდერძი კუბლაშვილის კანდიდატურა არ დაარეგისტრიროს და სხვა კანდიდატით შეცვალოს.

გოდერძი კუბლაშვილმა, ახალციხის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ლიდერებთან კოორდინაციის არარსებობაზეც ისაუბრა და მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ირმა ინაშვილის ახალციხეში ვიზიტი მოიყვანა, რომლის შესახებ არც მან და არც შტაბის უფროსმა არაფერი იცოდნენ.

„ქალბატონი ინაშვილი ყოფილა ახალციხეში. „ახალციხის ციხეზე“ ვინმე ბესიკ ტაბატაძეს შეხვედრია, რომელიც თურმე მერობის კანდიდატად უნდა, მე ეს ყველაფერი მისი ფეისბუქის გვერდიდან გავიგე“, -განაცხადა კუბლაშვილმა და დაამატა, რომ ლიდერების ვიზიტის შესახებ ადგილობრივი შტაბი ინფორმირებული უნდა იყოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კადიდატმა, დამოუკიდებელ კანდიდატზე ნუგზარ პარუნაშვილზეც ისაუბრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. მისი თქმით, პარუნაშვილი ქურდული სამყაროს წევრთან ტარიელ ონიანთან, მიხეილ სააკაშვილთან და კახი კალაძესთან არის გარიგებული და დეპუტატად მოსვლას მათი გავლენით აპირებს.

„მე ვვარაუდობ, რომ მათ აქვთ სქემა და მოქმედებენ. არ მინდა, რომ ონიანის, სააკაშვილის და კალაძის გავლენები იყოს ჩვენს ოლქში, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვითხოვ პარუნაშვილისგან, კანდიდატურა მოიხსნას და წავიდეს“, - განაცხადა კუბლაშვილმა. თუმცა რა სქემა აქვთ აღნიშნულ პიროვნებებს და რის საფუძველზე ვარაუდობს მათ კავშირებს, კუბლაშვილს ამაზე პასუხი არ აქვს.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატები 8 აგვისტოს პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. ბრიფინგი 14:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში, კინოს სახლში გაიმართა. დავით თარხან–მოურავმა და ირმა ინაშვილმა სულ ოთხი მაჟორიტარი დაასახელეს, მათ შორის ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში – გოდერძი კუბლაშვილი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა