FM97.5 / LIVE

'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.08.2016
"პატრიორთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა. პარტიის ლიდერთა გადაწყვეტილებით, ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში დეპუტატობისათვის გოდერძი კუბლაშვილი იბრძოლებს. პარტიას სხვ ოლქებში კანდიდატები არ ეყოლება.

'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება

"პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატები დღეს, 8 აგვისტოს პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. ბრიფინგი 14:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში, კინოს სახლში გაიმართა. დავით თარხან–მოურავმა და ირმა ინაშვილმა სულ ოთხი მაჟორიტარი დაასახელეს, რომელთა შორის იმყოფებოდა გოდერძი კუბლაშვილიც. იგი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

"გოდერძი კუბლაშვილი უნდა გახსოვდეთ "ეროვნული მოძრაობიდან“. გარდა ამისა, იმ პერიოდში ის იყო გამგებლის მოადგილეც, მომავალში, ცოტა მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარეც იყო , მოღვაწეობს განათლების სფეროში, აქვს, მართვის გამოცდილება. მოსახლეობა მას იცნობს და გვაქვს გამარჯვების იმედი”, - ამბობს პარტიის ლიდერი დავით თარხან–მოურავი.

8 ოქტომბერს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს თავად გოდერძი კუბლაშვილს. ახლად დასახელებულმა დეპუტატმა პარტიის ლიდერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ღირსება, ქრისტიანული სიყვარული და მიმტევებლობა და უკადრებელის არ კადრება – ეს არის ჩემი საარჩევნო კამპანიის მიზანი. მადლობა უფალს ამ წყალობისათვის და მადლობა პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს ამ ნდობისათვის. მიზანი, პირველივე ტურში გამარჯვებაა, გარწმუნებთ“ , – აღნიშნა გოდერძი კუბლაშვილმა.

დღესვე "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა კიდევ სამი მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელეს: სიღნაღსა და დედოფლისწყაროში – ნაირა ალავერდაშვილი, თემქაზე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ქარელში – ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
'არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ მეუღლეზე დავიწერე' –კუბლაშვილის ულტიმატუმი პარტიას
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
კონკურენტი ქვისლი და პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი