FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2016
ორწლიანი ძებნის შემდეგ, ახალციხის მერმა ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე სასურველი კადრი შეარჩია, ეს პოზიცია მერის პირველმა მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა დაიკავა.

ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს

ზაზა თამარშვილი ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 9 აგვისტოდან ოფიციალურად შეუდგა. მერიის მოადგილეობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა და ახალ სამსახურში გამოცხადდა.

„თანამშრომლების ნაწილს ვამცნე ეს ამბავი. ეს არის კოლექტივი, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ტრადიციები, დამოკიდებულებები. უმრავლესობას ვიცნობდი და ვფიქრობ მუშაობა არ გაგვიჭირდება“, – აცხადებს ზაზა თამარაშვილი.

მისი თქმით, ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობის დაკავება მას ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ შესთავაზა: „ვაკანტური იყო ადგილი და გადაწყდა, რომ მე დავნიშნულიყავი“.

თამარაშვილი სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს: „ჯერ გავეცნობი არსებულ მდგომარეობას“.

რაც შეეხება ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ილია სიდანომონიძეს, იგი ციხის თანამშრომლად რჩება: „მოვალეობას ვასრულებდი დირექტორის. საჯარო მოხელეები ვართ, როგორც გვიბრძანებენ უფროსები, ისე ვიქცევით. დავუბრუნდი ძველ თანამდებობას, მატერიალურ–ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადავინაცვლე“.

ვინ შეითავსებს ქალაქის მერის პირველი მოადგილის ფუნქციას, მერიაში ვერ გვპასუხობენ.

„ინფორმაციას არ ვფლობ“, – გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა სოფო მესხმა.

შეგახსენებთ, ახალციხის ციხის დირექტორის შეცვლის შესახებ ახალციხის ახალარჩეულმა მერმა, გიორგი კოპაძემ, პირველივე სხდომაზე განაცხადა, 2014 წლის ივლისში. ამ დროს ციხის მაშინდელი დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი შვებულებაში იყო გასული. იგი შვებულებიდან აღარ დაბრუნებულა, ციხის დირექტორის მოვალეობას კი 2014 წლის 7 აგვისტოდან ამ დრომდე ილია სიდამონიძე ასრულებდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
'დაცვიდან' დირექტორობამდე  – ‘ახალციხის ციხეს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა
'ახალციხის ციხის'  ყოფილი დირექტორი  კულტურის სამსახურის უფროსად დანიშნეს
ქალაქის მერი ‘ახალციხის ციხის’ ამბებზე: ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას