FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’

მთავარიპოლიტიკა 08.10.2015
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ისეთ ადამიანს, რომელსაც „ახალციხის ციხის“ დირექტორად დანიშნავს, წელიწადზე მეტია ეძებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ახალციხეში ჯერ ვერავინ ნახა;

ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’

„მინდა აქ მოვიდეს ადამიანი, რომელიც ტურისტული, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც მე ციხის ხელმძღვანელში ვხედავ. მაგრამ ახალციხეში ასეთი ჯერ–ჯერობით ვერ ვნახე და თბილისელს აქ ვერ მოვიყვან, არც არავინ წამოვა თბილისიდან ამ ხელფასზე“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, მაშინ რას აპირებს, გვპასუხობს: „ვეძებ, შეიძლება ახლა ვერ ვნახე, მაგრამ მოვძებნი აუცილებლად. აქ უნივერსიტეტია, პანაცია არ არის ჩემთვის, რომ ასაკოვანი იყოს, შეიძლება სრულიად ახალგაზრდა კაცი მოვიყვანოთ, რომელიც შესაძლოა აგერ იზრდება“.

„ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ილია სიდამონიძე გასული წლის 7 აგვისტო, ახალციხის მერიის 63–ე ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. სიდამონიძის იგივე პოზიციაზე დანიშვნის შესახებ კიდევ ერთი ბრძანება (N91) 2015 წლის 20 იანვარს დაიწერა. აღნიშნული ბრძნების თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრის საიტზეა გამოქვეყნებული, სიდამონიძის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის ვადა ამავე წლის 30 აპრილამდე განისაზღვრა.

თუმცა, როგორც ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე განმარტავს, ვადის განსაზღვრა მერიას აღნიშნული ბრძანების დარეგისტრირებისას საჯარო რეესტრმა მოსთხოვა. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი ბრძანება (N213) დაიწერა, რომლის თანახმადაც სიდამონიძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მანამდე დარჩება, ვიდრე „ახალციხის ციხეზე“ დირექტორი არ დაინიშნება.

„ააიპ–ების ხელმძღვანელების დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის ვადა უსაზღვროა. ახალციხის მერს შეუძლია თავად დანიშნოს მისი დირექტორი, ან ამ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადოს“, – ამბობს მიქაბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კოპაძემ ერთი წლის განმავლობაში „ახალციხის ციხის“ დირექტორი ვერ შეარჩია, იგი ამ პოზიციაზე კონკურსს არ აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ დირექტორის შეცვლის შესახებ გიორგი კოპაძემ მერიაში მუშაობის პირველივე დღეს განაცხადა. გუჯა ბიჭაშვილი, ანუ ის, ვინც ამ დროისთვის ახალციხის ციხის დირექტორი იყო, მალევე შეიცვალა, ციხეს კი დანიშნული დირექტორი ამ დრომდე არ ჰყავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს
'კვირის აქცენტი': ახალციხის ციხის პრობლემები [Video]