FM97.5 / LIVE

'დაცვიდან' დირექტორობამდე – ‘ახალციხის ციხეს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 07.02.2018
‘ახალციხის ციხეს’ ახალი დირექტორი ჰყავს. ეს პოზიცია დავით ტაბატაძემ დაიკავა, რომელიც 2012–2016 წლებში, „ახალციხის ციხის“ მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა.

'დაცვიდან' დირექტორობამდე  – ‘ახალციხის ციხეს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დავით ტაბატაძე ააიპ „ახალციხის ციხის“ დირექტორად 5 თებერვალს დაინიშნა. ამ პოზიციაზე მან ზაზა თამარაშვილი შეცვალა. ზაზა თამარაშვილის მსგავსად, დავით ტაბატაძემაც ციხის დირექტორის პოზიციაზე მერის მოადგილეობიდან გადმოინაცვლა. დავით ტაბატაძე რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის, ვლადიმერ ზედგინიძის, ზაზა თამარაშვილი კი თვითმმართველი ქალაქის პირველი მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო.

დავით ტაბატაძე „ახალციხის ციხის“ მეექვსე დირექტორია. გახსნიდან დღემდე, ციხე რამდენჯერმე იყო დირექტორის გარეშე ხანმოკლე პერიოდით და ამ პერიოდებში ციხეს ჰყავდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები.

„ახალციხის ციხე“ 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა. ახალგახსნილი ტურისტული ობიექტი მაშინ ნოდარ გოროხოვს ჩააბარეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს ციხის დირექტორად ბესიკ ბლიაძე დანიშნეს. ბლიაძე ციხის დირექტორი 2013 წლის 11 მარტამდე იყო. 11 მარტს იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგბელის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 28 მარტიდან ახალციხის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი გახდა. იგი ამ პოზიციას 2014 წლის 7 აგვისტომდე იკავებდა. 7 აგვისტოდან, ორი წლის განმავლობაში, ციხეს ილია სიდამონიძე ხელმძღვანელობდა. იგი ოფიცალური სტატუსით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2016 წლის 9 აგვისტოს, ახალციხის მაშინდელმა მერმა გიორგი კოპაძემ, რომელიც ორი წელიწადი ამბობდა, რომ ციხის დირექტორის პოზიციაზე სასურველ კადრს ვერ პოულობდა, ობიექტის დირექტორად ვიცე მერი, ზაზა თამარაშვილი დანიშნა.


დავით ტაბატაძე უკვე შეუდგა მუშაობას, თუმცა, ჯერ გეგმებზე არ საუბრობს: „გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, წინასწარ საუბარი არ იქნება ლამაზი. ვეცნობი ყველაფერს, რა პრობლემებია, როგორი მდგომარეობაა. როცა ჩამოვყალიბდები რა უნდა გავაკეთო, დეტალურად გაცნობებთ“.

დავით ტაბატაძე 1976 წელს, ახალციხეში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა. 1994 წელს ჩააბარა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თუმცა ოჯახური პირობების გამო სასწავლებლის დატოვება მალევე მოუწია. მოგვიანებით, 2000 წელს თბილისში, ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში, საბაჟო–საგადასახადო საქმის სპეციალობაზე გააგრძელა სწავლა.

2002–2003 წლებში პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 2006–2007 წლებში იყო პარტია „საქართველოს გზის“ წევრი. 2012 წლიდან, 2017 წლის მარტამდე „ახალციხის ციხის“ მარეგულირებელ სამსახურში მუშაობდა. 2016 წლის მაისიდან „ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორი იყო სამცხე–ჯავახეთში. 2017 წლის აპრილიდან ქალაქ ახალციხის მერის მოადგილის პოსტი ეკავა. მას მერმა კულტურისა და სპორტის მიმართულება ჩააბარა, მასვე დაექვემდებარა ქალაქის ააიპ–ებიც, მათ შორის, "ახალციხის ციხე".


დავით ტაბატაძეს ბოლო სამსახურში, მერის მოადგილის პოზიციაზე, უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, ავტომატურად შეუწყდა. უკვე გაერთიანებული თემისა და ქალაქის მერმა, ზაზა მელიქიძემ, იგი მოადგილედ აღარ დანიშნა. თუმცა, ახლა, ციხის დირექტორის პოზიციაზე, ტაბატაძე სწორედ მერმა შეარჩია.

„კარგად ვიცოდი აქაური პრობლემების შესახებ. ალბათ გამოცდილებიდან გამომდინარე შემარჩია“, – ამბობს ‘ახალციხის ციხის’ ახალი დირექტორი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე „ახალციხის ციხის“ დირექტორის შეცვლას მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირებს: „ბატონი ზაზა [ციხის ყოფილი დირექტორი. ს.კ.] ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, ძალიან აქტიური და კარგი ხელმძღვანელი იყო, შესაძლებელია სადმე სხვაგან გააგრძელოს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ბატონი დავითიც გააგრძელებს ციხის კარგად ხელმძღვანელობას“.

კითხვაზე, ხომ არ მოიაზრება ზაზა თამარაშვილის კანდიდატურა მერიაში, რომელიმე პოზიციაზე, მერი გვპასუხობს: „ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის მეორე მოადგილედ დავით ტაბატაძე დაინიშნა
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
'ახალციხის ციხის'  ყოფილი დირექტორი  კულტურის სამსახურის უფროსად დანიშნეს
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის აგრარული ბაზრის დირექტორად ნოდარ გოროხოვი დაინიშნა
ახალციხის ვიცე მერი შეიცვალა – პოზიცია ილია ზარდიაშვილმა დაიკავა