FM97.5 / LIVE

კონკურენტი ქვისლი და პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.08.2016
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ახალციხის მერს, გიორგი კოპაძეს, ამ ეტაპზე ოლქში ორი კონკურენტი ჰყავს, მათ შორის, ერთი მისი ნათესავია – ქვისლი, გოდერძი კუბლაშვილი. კოპაძე ფიქრობს, რომ გამარჯვება არ გაუჭირდება.

კონკურენტი ქვისლი და პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში, გიორგი კოპაძე, ამომრჩევლებს დღეს, 7 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა./

„ჩემი გეგმებია ის, რომ თითოეული ადამიანისთვის ჩვენ ვიმუშაოთ პარლამენტში წარმატებულად, მანამდე კი მოვიგოთ არჩევნები სუფთად, წერისერი გზებით“, ვიქნები ხალხის გვერდით, ჩემი კაბინეტის და სახლის კარი ღია იქნება მათი პრობლემებისთვის“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ახალციხის მერი ამბობს, რომ გამარჯვების დიდი იმედი აქვს, რადგან მის გვერდით ხალხი დგას.

„მოლოდინი მაქვს პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ, იმიტომ, რომ ხალხი არის ჩვენს გვერიდთ. ჩემი თანამდებობის გამო ძალიან ხშირად მიწევს ხალხთან შეხვედრა და ადამიანები კმაყოფლები არიან იმით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – ამბობს გიროგი კოპაძე.

რაც შეეხება კონკურენტებს, გიორგი კოპაძე ამბობს, რომ მათ ჯანსაღ შეჯიბრში იწვევს: „შევეჯიბროთ და ვაჩვენოთ ხალხს, ვინც უკეთესი იქნება, ის გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს დასახელებული. გიორგი კოპაძის კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილია. გარდა ამისა, ამავე ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრება გოდერში კუბლაშვილი, იგი არჩევნებში ძალების მოსინჯვას "პატრიოტთა ალიანსიდან" აპირებს. აღსანიშნავია, რომ გოდერძი კუბლაშვილი გიორგი კოპაძის ქვისლია – მათ დები ჰყავთ ცოლებად.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
გიორგი კოპაძე: 'ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!'
გიორგი კოპაძემ ახალციხის მერია დატოვა
გიორგი კოპაძე კარდაკარ სიარულს იწყებს
ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.