FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძემ ახალციხის მერია დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.08.2016
ახალციხის საკრებულომ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განცხადება, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ცნობად მიიღო.

გიორგი კოპაძემ ახალციხის მერია დატოვა
ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 17:00 საათზე დაიწყო. ახალციხის მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ აცნობა. მანვე დეპუტატებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი წარუდგინა.

დავით ლომიძემ გიორგი კოპაძის ორწილიანი მუშაობაც შეაჯამა და ასევე ამჟამად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა: „ნდობას თუ გამოვუცხადებთ გიორგი კოპაძეს [არჩევნებში], კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება“.

ყოფილ მერს არჩევნებში წარმატება უსურვეს საკრებულოს დეპუტატებმაც.

„გიორგი კოპაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერია სხვა მერებს შორის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მიქელაძემ.

ყოფილი მერი 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ჩემი ბრძოლა დეპუტატობის კანდიდატად. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა უფრო მეტი დამემატება, თუმცა თქვენს გვერდით ყოველთვის ვიქნები“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.

დეპუტატებმა წარმატებები უსურვეს მერის მოვალეობის შემსრულებელს ილია ზარდიაშვილსაც და მას გვერდში დგომას დაპირდნენ.

„თქვენი იდეები და ჩემი ენერგია ქალაქის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა სხდომაზე ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილის შესახებ ისაუბრა ქალაქის ყოფილმა მერმაც. კოპაძე ახალი ვიცე-მერის შესაძლებლობებში დარწმუნებულია: „პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ ილია ვიცე-მერი გამხდარიყო, ჩემს შტაბს ხელმძღვანელობდა და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები“.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ადიგენი-ახალციხის ოლქში, ქალაქის მერი გიორგი კოპაძე დაასახელა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა
ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა
ახალციხის მერმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება
ახალციხეს ახალი მერი და ახალი ვიცე–მერი ჰყავს
საკადრო ცვლილებები ახალციხეში
ახალციხის ვიცე მერი შეიცვალა – პოზიცია ილია ზარდიაშვილმა დაიკავა