FM97.5 / LIVE

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.07.2017
"ევროპულმა საქართველომ" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი შეარჩია. მას პარტია 21 ივლისს წარადგენს.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
ვაჟა ჩიტაშვილს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა წარადგენენ.
„ალბათ აქვს პარტიას ჩემი იმედი და არჩევანი ჩემზე იმიტომ გააკეთეს“, – აცხადებს ჩიტაშვილი.

იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს: „არასდროს დავმარცხებულვარ არჩევნებში და არც ახლა დავმარცხდები. თან ამ პოზიციაზე ნამუშევარი მაქვს და ვფიქრობ ხალხი მიცნობს“.

გამარჯვების შემთხვევაში კი ჩიტაშვილი ქალაქში პირველ რიგში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფელში კი მელიორაციის ქსელის მოწესრიგებას აპირებს: „დასაქმება ყბადაღებული თემაა. ეს მთავარი პრობლემაა. ვეცდები ამ მიმართულებითაც შევცვალო რამე“.

ჩიტაშვილი ფიქრობს, რომ მისთივს ყველა პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი კონკურენტი იქნება: „ყველა პარტიის წარმომადგენელი კონკურენტად მიმაჩნია, ვერავის დავაკნინებ“.

ვაჟა ჩიტაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალციხე–ადიგენის მაჯორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან პირველი ტური მოიგო. ჩიტაშვილმა ხმების 44,07% დააგროვა. მეორე ტურში კი დამარცხდა, ამჯერად მას ხმების 30,17% ერგო.

ვაჟა ჩიტაშვილი 1963 წელს ვალეში დაიბადა 2004–12 წლებში სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სხვასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2008 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2012–2016 წლებში იყო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე
ვაჟა ჩიტაშვილი: 'სამწუხაროა, რომ ამ ადგილის აღმდგენი ციხეშია'
ვაჟა ჩიტაშვილი: „თემის და ქალაქის გაერთიანება დადებითად მიმაჩნია“
‘ნაციონალები’ ხვალ სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარებს წარადგენენ
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ