FM97.5 / LIVE

ახალციხე–ადიგენის დეპუტატობას 'პატრიოტთა ალიანსიდან' გოდერძი კუბლაშვილი ეცდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.07.2016
ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი და ადიგენის საგანმანათელბლო რესურსცენტრის სპეციალისტი, გოდერძი კუბლაშვილი პოლიტიკაში ერთვება. იგი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატია.

ახალციხე–ადიგენის დეპუტატობას 'პატრიოტთა ალიანსიდან' გოდერძი კუბლაშვილი ეცდება

„პატრიოტთა ალიანსი“ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სუფთა, გაუსვრელი ძაალააა. როგორც მიცნობთ, მეც გაუსვრელი ვარ, ჩემ წარსულში ლაქებს ვერავინ იპოვის“, – ამბობს კუბლაშვილი.

იგი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ და არც საარჩევნო კამპანია დაუწყია. ამბობს, რომ ჯერ ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უნდა დატოვოს.

„როგორც საკუთარ თავს და შვილებს დავუდგები გვერდში, ისე მივყვები ბოლომდე ხალხის პრობლემებს. თუ ამას არ გავაკეთებ, სამ თვეში დავწერ განცხადებას და პარლამენტიდან წამოვალ“, – ამბობს კუბლაშვილი და ამატებს, რომ სამ თვეში პარლამენტის დატოვების შესახებ მოსახლეობისთვის უფრო მეტად სარწმუნო რომ გახდეს, ამის შესახებ ხალხთან ხელშეკრულებას ნოტარიულად გააფორმებს.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს აცხადებს, რომ დასავლური ლიბერალიზმი მისთვის მიუღებელია. შეკითხვაზე, უფრო კონკრეტულად რას ფიქრობს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, კუბლაშვილი გვპასუხობს: „სამყარო უფალმა შექმნა და მას აქვს ოთხი მხარე, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ასევე, უფალმა შექმნა ადამიანი, მას მისცა თვალები და გონება და უთხრა, რომ გაიხედე იქით, საითაც ჩათვლი, რომ შენთვის და შენი ქვეყნისთვის უკეთესიაო“.

გოდერძი კუბლაშვილი ადიგენში ჭელას მინარეთის გამო განვითარებული მოვლენების დროს, ქრისტიანების აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. მაშინ იგი გიორგი კოპაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ახალციხის არჩეული მერია, მუსლიმების წინააღმდეგ გამოდიოდა და ჭელაში მოჭრილი მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს, ადიგენში მუსლიმი თემის მხარდაჭერის იმედი, გვპასუხობს: „გამოცდილება შევიძინე ამ მიმართულებით და ეს რომ დაგეგმილი ოპერაცია იყო, გვიან მივხვდი. ეკლესია და მეც ჩაგვაგდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ რისკის ქვეშ დაგვაყენეს. მუსლიმებმა დაინახეს, რომ მე მათი მტერი კი არ ვარ, იმის მტერი ვარ, ვინც ისინი ასეთ ვითარბაში ჩააგდო და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება გააკეთებინა“.

კუბლაშვილი დარწმუნებულია, მუსლიმ თემში ხმების 80 პროცენტს აიღებს: „რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოაწყო ჭელის ამბები, ამას პარლამენტის ტრიბუნიდან ვიტყვი“.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში აუცილებალდ მოხვდება: „ნაც–ქოცებს მე გოდერძი კუბლაშვილი აუცილებად დავამარცხებ და დავამსხვრევ მითს, რომ ახალციხე–ადიგენი მერაბიშვილის და მესხელის არის“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია