FM97.5 / LIVE

60 წლის ქალის ოჯახი: „აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ახლა არავის გავატანთ“

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2016
სოფელ სვირში შუბითეძეები, მათი 60 წლის ოჯახის წევრის ნათესავთან, ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებენ.

60 წლის ქალის ოჯახი: „აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ახლა არავის გავატანთ“
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა, 60 წლის ქალის მონახულების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ მას ოჯახის ახლობელი საკუთარ სახლში გადაიყვანს.

„ახლობელმა ეს სურვილი თავად გამოთქვა“, – აცხადებენ სოციალურ სამსახურში და ამატებენ, რომ ამისთვის გარკვეული სამართლებრივი პროცედურებია განსახორციელებელი.

შუბითიძეები კი 60 წლის ქალის სახლიდან გადაყვანაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

„გატანებით ვერავის გავატანთ. ნურავინ იწუხებს თავს. აქამდე მე ვპატრონობდი და ახლა რომ გავატანო სხვას თავი მეზობლებში აღარ გამომეყოფა. ჩვენ როგორც შეგვიძლია ვუვლით და არაფერს ვაკლებთ. ერთი თვეა ჩემს შვილთან გადმოვედი საცხოვრებლად , რომ მოვუარო და დავეხმარო“, – ამბობს 60 წლის ქალის ძმისცოლი ნათელა შუბითიძე, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობს.

ძმა ოთარ შუბითიძე კი აცხადებს, რომ მის დაზე არასდროს არავის უძალადია: „დედისგან მახსოვს, რომ ის 12 წლის ასაკში ბატონებმა ჩააგდო ასეთ დღეში. არავინ არ სცემს. უბრალოდ თვითონ მარტო როცა რჩება ყვირის, მეზობლებს კი ჰგონიათ, რომ ურტყამენ“.

მეზობლების დამოკიდებულება უკვირს იმ ოჯახის უფროსს, რომელშიც 60 წლის ქალი ცხოვრობს: „ვინ გამამწარა, რას მერჩოდნენ?! გუშინ ჩემი ოჯახის წევრებიც და სოფლის რწმუნებულიც პოლიციამ დაკითხვაზე წაგვიყვანა. გვეკითხებოდნენ მართლა ვცემდით თუ არა. ეს სიმართლე არ არის“.

შუბითიძეების ერთადერთი შემოსავალი 60 წლის ქალის პენსია 170 ლარია. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დახმარების მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართეს.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 20 ივლისს მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

ამის შემდეგ შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. საქმეში საია და სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ