FM97.5 / LIVE

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2016
სოფელ სვირში მცხოვრებ 60 წლის ქალს, რომლიც ოჯახის წევრებისაგან სასტიკ მოპყრობაზე ჩივის, სხვა სახლში გადაიყვანენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ე.წ „მხარდამჭერის“ დანიშვნაზე მუშაობს.

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სოფელ სვირში ვითარებაში გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის სოციალური აგენტები ავიდნენ.

„ჩვენმა თანამშრომლებმა საჭიროება დაინახეს, რომ ნამდვილად გამოსაყვანია ქალბატონი ოჯახიდან, რადგან კარგად არ ექცეოდნენ. ჩვენი კომპეტანციაა რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ სხვა ოჯახში, რათა ჰქონდეს ნორმალური პირობები“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფრიმაციით, 60 წლის ქალის დახმარების სურვილი ნათესავმა გამოთქვა. იგი ქალს საკუთარ სახლში წაიყვანს, თუმცა მანამდე ნებართვისთვის გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი.

„ამ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საჭიროების მქონეა, სტატუსი არ აქვს. ახალი კანონმდებლობით, ენიშნება მხარდამჭერი. ერთ–ერთმა ნათესავმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქალი თავისთან გადაიყვანოს. მხარდამჭერს სასამართლო ნიშნავს, ამ თემაზე უკვე დაწყებულია მუშაობა“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გუშინ მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

დღეს სოფელში ასვლას ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებიც გეგმავენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
60 წლის ქალის ოჯახი: „აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ახლა არავის გავატანთ“