FM97.5 / LIVE

სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2016
ახალციხეში, სოფელ სვირში 60 წლის ქალი ისევ იმ ოჯახშია, რომელსაც ძალადობაში ამხელდნენ და სავარაუდოდ, მასზე ფიზიკურ ზეწოლას ისევ ახორციელებენ;

სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ

მას შემდეგ, რაც სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე ძალადობის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური სამსახური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო, ორი თვე გავიდა. თუმცა, ამ დრომდე 60 წლის ქალი, ისევ იმ ოჯახში რჩება, რომლის წევრებსაც მეზობლები და სოფლის რწმუნებული ძალადობაში ამხელდნენ.

როგორც ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბრებში ყვებიან, ქალის ყვირილი სახლიდან იმის გამო რომ სცემენ, ისევ გამოდის.

სავარაუდო ცემის ფაქტს, სოცილურ სამსახურშიც გვიდასტურებენ. ამავე უწყებაში ამბობენ, რომ როგორც მათმა მუშაკებმა ადგილზე მისვლით ნახეს, 60 წლის ქალს აღარც წამლებს ასმევენ და ვითარება ამ დროისთივს ფაქტობრივად გაუარესებულია.

„თავიდან დაბანეს, აჭმევდნენ, საწოლი მიუჩინეს, უვლიდნენ. ახლა აღარ პატრონობენ, წამლებსაც აღარ ასმევენ, არადა მედიკამენტებს ჩვენ ვაძლევთ, იმას ვერ იტყვიან, რომ შესაძენად თანხა არ აქვთ. არადა ამ ქალს ფსიქტოროპული წამლები სჭრიდება და თუ არ მიიღებს, ეს მის ჯანმრთელობას ავნებს“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სამსახურში.

მათი თქმით, სავარაუდო ძალადობის საკითხთან დაკავშირებით პოლიციასაც შეატყობინეს. სამმართველოში რომ შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შესულია, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გვიდასტურებენ: „ეს დაერთვება საქმეს, რომელზე ძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და სახალხო დამცველის აპარატში იმის შესახებ, რომ 60 წლის ქალის მდგომარეობა გაუარესებულია, ინფორმაცია არ აქვთ.

„განმეორებთ 16 სექტემბერს მივწერეთ შსს–ს და სოციალურ სამსახურს, გვაინტერესებდა ვინმეს მიმართ დევნა თუ დაიწყეს, ან სოციალურ სამსახურში ამ ქალთან მიმართებაში მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობა რა ეტაპზე იყო, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ირინა ობოლაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს კი ვიზიტი სვირიში მომავალ კვირას აქვთ დაგეგმილი. საიაშიც და სახალხო დამცველის აპრატშიც ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა სოციალურ სამსახურს ეკისრება და ხანდაზმულისთვის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭებაზეც სასამართლოს გზით სწორედ მას უნდა ეზრუნა.

სოციალურ სამსახურში შეკითხვებზე, ამ დრომდე რატომ არ გადაიყვანეს 60 წლის ქალი ახლობელის ოჯახში, რომელზეც საქმეში მათი ჩართვის შემდეგ იყო საუბარი, ან რა ეტაპზეა მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების საკითხი, გვპასუხობენ: „ოჯახი სადაც წამალს არ ასმევენ არაკეთილსაიმედოა, ამიტომ მათთვის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენი შესწავლის შემდეგ ვერც იმ ოჯახის სანდოობაზე ვისაუბრებთ, რომელში გადაყვანაც იგეგმებოდა“.

ამჟამად არსებული ვთარებიდან გამომდინარე, სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ 60 წლის ქალი თავშესაფარში გადაყვანის ვერსიას განიხილავენ: „ამ ეტაპზე ამ ქალის სერვისში გადაყვანა განიხილება. ოღონდ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ სოციალური სამსახური ვერ მიიღებს. ამის განხილვაში შესაბამის სამსახურებსაც ჩავრთავთ“.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 21 ივლისს მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
60 წლის ქალის ოჯახი: „აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ახლა არავის გავატანთ“