FM97.5 / LIVE

სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2016
სოფელ სვირში 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო.

სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საიას გორის ოფისის იურისტთან ერთად „სამხრეთის კარიბჭეც“ იმყოფებოდა. პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, 60 წლის ქალი მოწესრიგებული, დავარცხნილი, დაბანილი და ჩაცმული დაგხვდა.

„სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მომხდარი სოციალურმა სააგენტომაც შეისწავლა. ველოდებით რა დასკვნას დადებენ და შესაბამისად განვსაზღვრავთ სამართლებრივად როგორ დავეხმაროთ ამ ქალბატონს“,– ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი.

საიას წარმომადგენლებთან ერთად, 22 ივლისს, სვირში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

„სოციალური კუთხით დახმარებას საჭიროებს ოჯახი. ამისთვის გვჭირდება ოჯახის ქულები, შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი. შესაბამისი დოკუმენტების გამოთხოვის შემდეგ შეისწავლის გამგეობა და რომელ პროგრამაშიც მოხვდება იმ კუთხით დაეხმარებიან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 20 ივლისს მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა