FM97.5 / LIVE

შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.01.2013
შვიდმა ბრენდულმა მაღაზიამ, ახალციხის ციხე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დატოვა. კლიენტების სიმცირე, თუ გაზრდილი გადასახადები. რაზე საუბრობენ მაღაზიის თანამშრომლები და ციხის ადმინისტაცია.

შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ცნობილმა ბრენდებმა -”სვოჩი”, ”აქსესორაიზი”, ”ბენეტონი”, ”მექსსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”, ”დიზელი” - ახალციხის ციხეში გახსნილი მაღაზიები საბოლოოდ დაკეტეს. ამ წუთებში თანამშრომლები პროდუქციას ჩანთებში აწყობენ და თბილისში გასაგზავნად ამზადებენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ მაღაზიები კლიენტების სიმცირის გამო დაიკეტა.

ციხის ადმინისტრაციაში კი ფიქრობენ, რომ მაღაზიების დაკეტვის მიზეზი კლიენტების სიმცირის გარდა შესაძლოა კომუნალური გადასახადებიც გახდა.

”იმის გამო, რომ ციხეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა და გადასახადების გადახდა უჭირს, გადავწყვიტეთ, რომ ციხის ტერიტორიაზე არსებულმა ყველა კომერციულმა დაწესებულებამ კომუნალური გადასახადები თვითონ გადაიხადოს. ამიტომ მაღაზიების ნაწილმა, ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა, რადგან ქირასთან ერთად, წყლისა და გაზის თანხების გადახდაც მოუწევდათ”, - განმარტავს ციხის დირექტორი ბესიკ ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაღაზიები პირველად 18 დეკემბერს დაიკეტა. მაშინ დაკეტვის მიზეზი თანამშრომელთა ანაზღაურების გადაუხდელობა გახდა. თუმცა, ყველა მაღაზიამ მუშაოაბა მალევე განაახლა. მაღაზიების საბოლოოდ დაკეტვა მფლობელებმა დეკემბრის ბოლოს გადაწყვიტეს.

გარდა ამ ბრენდული მაღაზიებისა, ციხის ტერიტორიაზე ოქტომბრიდან დაკეტილია ღვინის მაღაზია ”მეღვინეობა ხარებაც”, რომელიც ციხის გახსნის დღიდან 16 აგვისტოდან მუშაობდა. ასევე გახსნის დღიდან მუშაობდა ციხეში დღეს უკვე დაკეტილი ბრენდული მაღაზიებიც.

ამ ეტაპზე მუშაობას მხოლოდ ”ტომ ტეილორის”, ”სელიოსა” და ”დიპამის” მაღაზიები აგრძელებენ.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ბრენდებს კონტრაქტი 15 მაისამდე ჰქონდათ გაფორმებული
.
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

სამი წელი ახალციხის ციხის გახსნიდან
მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
”მეღვინეობა ხარება” ახალციხის ციხეში