FM97.5 / LIVE

სამი წელი ახალციხის ციხის გახსნიდან

მთავარიეკონომიკა 17.08.2015
გუშინ, 16 აგვისტოს, ახალციხის ციხის გახსნიდან სამი წელი შესრულდა. რა შეიცვალა სამი წლის განმავლობაში ციხეზე.

სამი წელი ახალციხის ციხის გახსნიდან

ახალციხის განახლებული ციხე 2012 წლის 16 აგვისტოს, გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნა. სამი წლის წინ, ამ დღეს, ციხეზე 20 ათასამდე სტუმარს ელოდნენ: პრეზიდენტს, უმაღლეს მთავრობას, დელეგაციებს საქართველოს მეზობელი და არამხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან.

ციხის ტერიტორიაზე, რომელიც ქვედა და ზედა ციხეებად იყოფა და 7 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, 4 სცენა იყო დამონტაჟებული. სამი ზედა ციხეში, ერთი, ყველაზე დიდი კი ქვედა ციხის ამფითეატრში. აქ ციხის გახსნა შარლ აზნავურის კონცერტით აღინიშნა. მათთვის, ვინც გახსნას ციხეში ვერ დაესწრო, ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარედ დიდი სცენა იყო დამონტაჟებული.

სამი წლის წინ, გახსნის დღეს, ციხეში ფუნქციონირებდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, თოჯინების თეატრი, რესტორანი, ორი კაფე-ბარი და ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა: ”სვოჩი” ”აქსესორ აიდი”, ’ბენეტონი”, ”მექსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”, ”დიზელი”. გახსნიდან რამდენიმე დღეში ამუშავდა „ზარაფხანა“, ასევე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი, ”ბილაინის” ოფისი და აფთიაქი ”პე-ეს-პე”. ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ღვინის მაღაზია „მეღვინეობა ხარება“.

ახალციხის ციხის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით, 35 მილიონი ლარი დაჯდა. მის მშენებლობას მაშინდელი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი კურირებდა. გახსნის ღონისძიებები კულტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაგეგმა. ადგილობრივმა ბიუჯეტმა გახსნისთვის 110 563 ლარი გამოყო. შარლ აზნავურის კონცერტი კი, რომლის თანხა კულტურის სამინისტრომ გამოყო, 1 356 800 ლარი დაჯდა.

გახსნიდან 5 თვის შემდეგ, ახალციხის ციხეში მაღაზიების დაკეტვა დაიწყო. მფლობელებმა მაღაზიების დაკეტვა ზამთრის სეზონის გამო შემცირებული კლიენტებით ახსნეს. მალევე დაიკეტა ბანკისა და აფთიაქის ფილიალებიც.

2013 წლის გაზაფხულიდან, როგორც კი ტურისტული სეზონი დაიწყო, ახალციხის ციხეში ისევ დაიწყო მაღაზიების გახსნა. პირველად ქვედა ციხეში მაღაზია ადგილობრივმა კომპანია „მესხურმა ბრენდმა“ გახსნა. აპრილიდან რამდენიმე თვით განაახლა მუშაობა „მეღვინეობა ხარებამ“. დანარჩენი ბრენდები კი ციხის ტერიტორიაზე აღარ დაბრუნებულა.

გახსნიდან სამი წლის შემდეგ, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ფართების ნაწილი დაკეტილია. თუმცა, გახსნის პერიოდისგან განსხვავებით, როცა ციხე ძირითადად მაღაზიებით იყო დატვირთული, ახლა აქ უმეტესად ღია ბარები და რესტორნებია. ამ ეტაპზე ახალციხის ქვედა ციხეში ფუნქციონირებს სასტუმრო და რესტორანი „ჯინო ველნესი“, რესტორანი „რაბათი“, ბარი „გოლდენ თაიმი“, კიდევ ერთი ღია ბარი ტერასაზე, მაღაზია „მესხური ბრენდი“ და ღვინის მაღაზია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

ახალციხის ციხეში ახლა აღარც შადრევნები მუშაობს და არც ყველა ღია აუზია წყლით სავსე.

ახალციხის ციხე დღემდე ადგილობრივ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. თუმცა, ბიუჯეტი ციხისთვის განკუთვნილ სუბსიდიას ყოველ წელს ამცირებს. მაგალითად, 2012 წელს, მისთვის 940.000 ლარი იყო გამოყოფილი, 2013და 2014 წლებში, ციხე სუბსიდიის სახით 400.000 ლარს იღებდა, 2015 წელს კი ადგილობრივმა ბიუჯეტმა ციხეს დაფინანსება 200.000 ლარით შეუმცირა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მეთვრამეტე მუხლით ახალციხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რაბათის რეკონსტრუქციის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხემდე მისასვლელ ქუჩასაც. გარემონტდა სახლები და განახლდა გზა. რაბათში სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მაშინვე საუბრობდნენ მეორე ეტაპის დაწყებაზე. მეორე ეტაპზე დაგეგმილი იყო ციხის უკანა მხარის მოწყობა, უნდა გაკეთებულიყო გზა და განათება, გარემონტებულიყო წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახლების ფასადები, რემონტი უნდა ჩასტარებოდა სინაგოგას. მეორე ეტაპი დღემდე არ დაწყებულა. 2013 წლის შემოდგომით „სამხრეთის კარიბჭემ“ მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ რაბათის განვითარების მეორე ეტაპის პროგრამა არ არსებობს.

რაბათის უბანში ამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ გზა დაიგო, თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება, იგება გზა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიამდე.

გახსნიდან დღემდე ახლციხის ციხეს 4 დირექტორი ჰყავდა: ნოდარ გოროხოვი, რომელიც ციხეს გახსნიდან 4 თვის განმავლობაში, 2012 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, ციხის დირექტორად საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ბესიკ ბლიაძე დანიშნა. ბლიაძე ციხის დირექტორი 2013 წლის 11 მარტამდე იყო. 11 მარტს იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგბელის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს და პოზიცია ვაკანტური გახდა. 2013 წლის 28 მარტიდან ახლციხის ციხის დირექტორად ელგუჯა ბიჭაშვილი დანიშნეს. ელგუჯა ბიჭაშვილი ამ პოზიციას 2014 წლის 7 აგვსტომდე იკავებდა. 2014 წლის 7 ივლისს ბიჭაშვილი შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნებულა. ბოლო ერთი წელია, 2014 წლის 7 აგვისტოდან დღემდე, ციხის დირექტორის მოვალეობას მატერიალურ–ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი ილია სიდამონიძე ასრულებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
1 356 800 ლარი შარლ აზნაურის კონცერტისთვის
მზადება გრანდიოზული  გახსნისთვის
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
შარლ აზნავურის კონცერტი დაიწყო
ახალციხის ციხეში 19 აპრილს ღონისძიება აღარ გაიმართება