FM97.5 / LIVE

მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’

მთავარისაზოგადოება 17.10.2013
რატომ ესტუმრა ახალციხის ციხეს დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვის და რატომ გადაუხადა მადლობა, ვინ რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა ღირსების ორდენით და რატომ არ შეამჩია ციხეში არსებული ერთ-ერთი მაღაზია.

მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხის ციხეს დაახლოებით 17:00 საათზე ესტუმრა. მას სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ივანე წიკლაური და გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე ახლდნენ.

პრეზიდენტმა ციხის ტერიტორიაზე არსებული მაღაზია „მესხური ბრენდი“ დაათვალიერა და მისი მეპატრონეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ეს მაღაზია ნამდვილად იმსახურებდა, რომ მოვსულიყავით და მადლობა გვეთქვა. „მესხური ბრენდი“ ერთადერთი მაღაზიაა, რომელიც ციხეში არსებობს, ამასთანავე ადგილობრივი ბრენდია, ინარჩუნებს და პოპულარიზებას უწევს ადგილობრივ პროდუქციას. სახელმწიფო ჯილდოები ამისთვის არის, რომ მადლობა უთხრა ასეთ ხალხს. სამწუხაროა, რომ ამის გარდა ყველა სხვა მაღაზია დაიხურა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა,.

თუმცა, პრეზიდენტს არ შეუმჩნევია და არც უხსენებია კიდევ ერთი მაღაზია, რომელიც უნდა გაიარო, რომ "მესხურ ბრენდში" შეხვიდე და რომელიც ორი კვირის წინ გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა ამ მაღაზიას გვერდი აუარა.

მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არასწორად მოიქცა, როცა მათ გადასახადები აღარ გადაუხადა: „ის, რომ შუქის, წყლის და კომუნალურ ხარჯებს იხდიდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და შეუწყვიტა, არ იყო სწორი. პირველი ორი წელიწადი მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესს, რომ ფეხზე დადგეს. სხვანაირად თავისით ეს არ მოხდება, თავისით ეს არ აშენდებოდა, თავისით ეს მაღაზიები ვერ იფუნქციონირებდნენ და ათასგვარ სხვა სისულელეზე ფულის გადაყრას ჯობდა, ის ჩვენი დატოვებული ფული მოეხმარებინათ ამ ხალხისთვის“.

მაღაზია „მესხური ბრენდი“ ახალციხის ციხის ქვედა ნაწილშია განთავსებული. ციხის ტერიტორიაზე მაღაზია მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გაიხსნა. კომპანია „მესხური ბრენდი“ ტურისტებს მესხურ ნაწარმს სთავაზობს.მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’

„შემატყობინეს, რომ პრეზიდენტი აპირებდა ჩვენს მაღაზიაში მოსვლას და დაჯილდოვებას. თუმცა არ ვიცოდით რა ჯილდო იყო. დაგვაჯილდოვა ალბათ იმ წვლილისთვის, რაც შევიტანეთ ჩვენი კუთხის წარმოჩენისთვის. ვცდილობთ ჩვენი კუთხის ღვინო გამოვიტანოთ ბაზარზე“, - ამბობს „მესხური ბრენდის“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე.

„მესხური ბრენდის“ დამფუძნებლები მესხურ ღვინოს საკუთარ მარანში 2009 წლიდან ამზადებენ. მათი განცხადებით, მათი მიზანია სამცხე-ჯავახეთში მევენახეობის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული ბრენდული მაღაზიების უმეტესობა გახსნიდან რამდენიმე თვეში, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიკეტა. ამ ეტაპზე ციხის ტერიტორიაზე მაღაზია „მესხური ბრენდი“ და ღვინის მაღაზია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ციხის ტეროტორიაზე აქამდე არსებულ მაღაზიებს, მართალია პრეზიდენტმა მაღაზიების დაკეტვა გადასახადების შეწყვეტას დაუკავშირა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ მაღაზიები ამის გამო არ დაკეტილა. მათ ფუნქციონირება კლიენტების სიმცირის გამო შეწყვიტეს.

მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა