FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება

მთავარისაზოგადოება 02.04.2013
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ახალციხის ციხეში ღვინის მაღაზია ”მეღვინეობა ხარება” კვლავ იხსნება.

ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
სრული დატვირთვით მაღაზია კვირის ბოლოს ამუშავდება. ღვინის მაღაზია მსურველებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურება. მაღაზიის მენეჯერი ნინო მელიქიძე ამბობს, რომ მაღაზია სეზონურია და ტურისტებს ნოემბრის თვემდე მოემსახურება.

მაღაზია მომხმარებელს 20-მდე სახეობის ღვინოს სთავაზობს. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 4,50-დან 54-მდე ლარამდე მერყეობს. შეძენამდე კლიენტს ღვინის დაგემოვნება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მაღაზია”მეღვინეობა ხარება” გასული წელის 15 სექტემბერს გაიხსნა და ნოემბრის თვეში დაიხურა. მედიაში მაღაზიის დახურვის მიზეზად გაზრდილ იჯარასა და კომუნალურ გადასახადებს ასახელებდნენ. სინამდვილეში კი მაღაზიები კლიენტების სიმცირის გამო დაიკეტა.

ვინ გადაიხდის მაღაზიის კომუნალურ ხარჯებს, მენეჯერისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

”ზუსტად ვერ გეტვით ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს”,- ამბობს მელიქიძე.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ”მეღვინეობა ხარებას” ციხის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულება გაუქმებული არ აქვს და მაღაზიის გახსნა ნებისმიერ დროს შეეძლო. ხელშეკრულების თანახმად, კი 15 მაისიდან გადასახადები ყველა კომერციულმა დაწესებულებამ თავად უნდა გადაიხადოს.

”ამისთვის მრიცხველები დაუმონტაჟდებათ. რაც შეეხება ქირას, იქნება ფიქსირებული გადასახადი, ამ თემაზე ვმუშაობთ და რაოდენობა როგორ განისაზღვრება ჯერ არ ვიცით”,- განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებული ბესიკ ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ, ეს ციხეში გახსნილი მეორე მაღაზიაა. პირველი მაღაზია ციხის ტერიტორიაზე გუშინ, 1 აპრილს გაიხსნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
”მეღვინეობა ხარება” ახალციხის ციხეში
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®