FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

მთავარიეკონომიკა 26.02.2013
ახალციხის ციხის დირექტორის ბესიკ ბლიაძის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე კომპანიებს ხელშეკრულებები გაფორმებული 2013 წლის 25 მაისამდე აქვთ, ამიტომ მათ გადასახადის ოდენობას ვერავინ შეუცვლიდა.

ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ბლიაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადება, იმის შესახებ, თითქოს ციხის ტრიტორია მაღაზიებმა გაზრდილი გადასახადების გამო დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

- ”ხელშეკრულებების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ამიტომ ვერაფერს შევუცვლიდით, - აცხადებს ბლიაძე და ამატებს, რომ ციხის ტერიტორიიდან მაღაზიების გასვლის მიზეზი საზონიცაა - დამთვალიერებლების რაოდენობა ნაკლებია, ამის გამო გადაწყვიტეს მეპატრონეებმა, რომ დროებით შეეჩერებინათ ფუქნციონირება”.

ბლიაძის თქმით, ამ დრომდე ციხის ადმინისიტრაციას ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით, მხოლოდ სამმა შპს-მ მიმართა, დანარჩენებს კი ინვენტარი ციხის ტერიტორიაზე აქვთ: ”მუშაობას ტურისტების მატებისთანავე განაახლებენ”.

ამ დროისთვის ახალციხის ციხეში 75 ადამიანია დასაქმებული. ციხის გახსნისას კი აქ 100 თანამშრომელი იყო.

”როცა ციხე გახსნეს, დირექტორი მე არ ვიყავი. მაშინ მომსახურე პრესონალის დამატება დასჭირდათ და შტატგარეშე ხელშეკრულებებით აიყვანეს თანამშრომლები, დამლაგებლები და მეეზოვეები. მათ ხელშეკრულებები 31 დეკემბრამდე ჰქონდათ გაფორმებული და პირველი იანვრიდან შევუწყვიტეთ, რადგან, როცა ციხეზე დღეში სულ 100 კაცი შემოდის მას 100 მომსახურე პერსონალი არ სწირდება”. - ამბობს ბლიაძე.

მისივე თქმით, თანამშრომელბის ნაწილი მხოლოდ დროებითაა შემცირებული და ტურისტების მატებასთან ერთად მათ სამსახურში კვლავ დააბვრუნებენ: ”დამთვალიერებლების მატებას აპრილ-მაისიდან ველოდებით”.

რაც შეეხება ორი დღის წინ მერაბიშვილის ვიზიტს ახალციხის ციხეზე, ბლიაძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს მისი ნახვის სრუვილი არ გასჩენია: ’კლვირა დღე იყო და ვისვენებდი, როცა შევიტყვე რომ აქ იყო მოვედი, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. არ დაინტერესებულა ჩემთვის ეკითხა, თუ რატომ იყო რიგირ ობიექტები დაკეტილი”.

შეგახსენებთ, გუშინ ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ვიდეომასალა ’რაბათი დღეს’. ვიდეორგოლში ვანო მერაბიშვილი, რომელსაც თან ახლავს მხარის გუბერნატორი ივანე წიკლაური, ახალციხის ციხის ტერიტორიას ათვალიერებს, სადაც ყველა ბრენდული მაღაზია დაკეტილი ხვდება. მას გუბერნატორი უხსნის, რომ მაღაზიები მეპატრონეებმა გადასახადების გაზრდის გამო დატოვეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
კახა კალაძე: ”როგორც კი ბიზნესი გათავისუფლდა, კომპანიების ნაწილმა ახალციხის ციხის ტერიტორია ნებაყოფლობით დატოვა”

ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს