FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა

მთავარიეკონომიკა 01.04.2013
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ახალ ტურისტულ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა. კომპანია ”მესხური ბრენდი” ტურისტებს მესხურ ნაწარმს სთავაზობს.

ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა

ახალციხის ციხე ცნობილმა ბრენდებმა რამდენიმე თვის წინ დატოვეს. მას შემდეგ აქ პირველი მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა. ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ახალი ტურისტული სეზონისთვის სხვა სავაჭრო ობიექტების გახსნაც იგეგმება.

”ეს არის პირველი ბრენდი, რომელმაც წელს ახალციხის ციხეში მაღაზია გახსნა. კიდევ ერთი შემოთავაზება გვაქვს მიღებული და ციხის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება უცხოური ბრენდის ”ლევანტოს” მაღაზია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ნელ-ნელა ახალი მაღაზიებიც გაიხსნება, - ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი და ამატებს, რომ ტურისტების მოზიდვა მათთვის პრიორიტეტულია და აპრილის ბოლოსთვის ციხეში ბევრი მაღაზია იმუშავებს - მთავარია ხალხი დავაინტერესოთ და ყველა ობიექტის გახსნა გაამართლებს”.

კომპანია ”მესხურმა ბრენდმა” ახალციხეში უკვე მეორე მაღაზია გახსნა. პირველი მაღაზია, რომელიც ისტორიული უბნის ”რაბათის” შემოსასვლელშია, გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. აღნიშნული მაღაზია ძირითადად ადგილობრივებზეა გათვლილი. ციხის ტერიტორიაზე გახსნილი მაღაზია კი ძირითადად აქ ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურება.

მაღაზიაში ძირითადად ტრადიციული მესხური ნაწარმი იყიდება. თექის, კერამიკისა და თიხის ნაწარმის გარდა, აქ მომხმარებელს სხვადასხვა სახის ღვინოსაც სთავაზობენ.

”ახალი მაღაზიისთვის სპეციალურად განსხვავებული სუვენირები დავამზადეთ, რაც მეორე მაღაზიაში არ გვქონდა. ამ ეტაპზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არცერთი მაღაზია არ ფუნქციონირებს, შესაბამისად ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც აქ მაღაზია გახსნა”, - ამბობს კომპანია ”მესხური ბრენდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე.

გარდა მესხური ღვინისა, მაღაზიაში ორიგინალურ ჭურჭელში ჩამოსხმული არაყის შეძენაცაა შესაძლებელი.

”ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ნამუშევრები, ”რაბათის” ხედები კერამიკაში და თიხაში წარმოდგენილი. ასევე, სხვადასხვა მესხური სუვენირები. გარდა ამისა, აქვე დამზადებული ჭანჭურის, შინდის და თუთის არაყი, რომელიც სხვადასხვა დიზანით გაკეთებულ ჭურჭელშია ჩამოსხმული”, - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა ნათენაძე.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღვინის კიდევ ერთი მაღაზია ”მეღვინეობა ხარება” ხვალ გაიხსნება. აღნიშნულმა კომპანიამ აქ მაღაზია მას შემდეგ გახსნა, რაც ციხემ ფუნციონირება დაიწო. თუმცა, გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ”მეღვინეობა ხარებამ” მაღაზია გააუქმა.

”მესხური ბრენდის” დამფუძნებლები ამბობენ, რომ ”მეღვინეობა ხარება” კონკურენციას ნაკლებად გაუწევს, რადგან მას მხოლოდ კომპანიის წარმოებული ღვინო ექნება. მესხური ბრენდი კი კლიენტს ღვინისა და არაყის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

”კონკურენცია იქნება, მაგრამ ჩვენ თითქმის ყველა ქართული ბრენდის ღვინო გვაქვს. გარდა ამისა, ტურისტებს შანსი აქვთ, რომ მესხური ღვინო დააგემოვნონ და შეიძინონ”, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
”მეღვინეობა ხარება” ახალციხის ციხეში
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’
შვიდმა ბრენდმა ახალციხის ციხეში მაღაზია გააუქმა
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®