FM97.5 / LIVE

მზადება გრანდიოზული გახსნისთვის

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 15.08.2012
ახალციხის ციხის გახსნისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ციხის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

მზადება გრანდიოზული  გახსნისთვის

განათება, სცენა, მონიტორები - ციხეზე გრანდიოზული გახსნისთვის ბოლო დეტალებს აზუსტებენ. 16 აგვისტოს ახალციხის ციხეზე 20 ათასამდე სტუმარს ელოდებიან, პრეზიდენტი, უმაღლესი მთავრობა, დელეგაციები საქართველოს მეზობელი და არამხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან.

გახსნის ცერემონიას ორგანიზებას ცენტრალური ხელისუფლება, კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთებს.

ციხეზე ოთხი სცენა ეწყობა, სამი ზედა და ერთი ძირითადი ქვედა ციხის ტერიტორიაზე. ფრანგი მომღერალი და მსახიობი შარლ აზნავური კონცერტს ქვედა ციხეზე გამართავს, დანარჩენი სამი სცენა კი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა. მოწვეული არიან ქართველი მომღერლებიც. მათთვის ვინც ციხეზე მიმდინარე ღონისძიებებს თვალყურს ციხის ტერიტორიიდან ვერ მიადევნებს, მონიტორი ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება, ორი მონიტორი იქნება ციხის შესასვლელთანაც.

”დღეისათვის, ფაქტობრივად, ციხეზე სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთვება”, - ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი ნოდარ გოროხოვი.

16 აგვისტოდან ციხის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ამფითეატრი, თოჯინების თეატრი, რესტორანი, ორი კაფე-ბარი და ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა: ”სვოჩი” ”აქსესორ აიდი”, ’ბენეტონი”, ”მექსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”, ”დიზელი”. აქ იქნება ასევე ”ზარაფხანაც”. ციხის ტერიტორიაზე იმუშავებს ”საქართველოს ბანკის” ფილიალი, ”ბილაინის” ოფისი და აფთიაქი ”პე-ეს-პე”.

”ზარაფხანასა” და ”პიერ კარდენში” საქონელის დალაგება ჯერ არ დასრულებულა. ამდროისთვის ”ზარაფხანაში” მაგიდებს ამონტაჟებენ. დანარჩენი მაღაზიები გახსნითვის მზადაა.

განათებას ამონტაჟებენ თოჯინების თეატრში. მათ გახსნის დღეს სპექტაკლი ”ფიროსმანი” უნდა წარმოადგინონ. თეატრის ადმინისტრაციას ახალი შენობა და ადგილი მოსწონს, თუმა, ამბობენ, რომ აქ სცენა სხვაგვარდაა მოწყობილი და ამიტომ რეპერტუარის გადახედვა მოუხდებათ.

”ძველ თეატრში ორმო გვქონდა სცენაზე და ისე ვთამაშობდით, აქ ვერცერთ ასეთ სპექტაკლს ვერ ვაჩვენებთ, არადა გული გვწყდება ძალიან კარგი წარმოდგენები გვაქვს. აქ მხოლოდ ”შავი კაბინეტის” სპეტაკლების გამართვა შეგვეძლება”, - ამბობს თოჯინების თეატრის მმართველი რუსუდან სისაური.

ვერ მოეწრო მშენებლობის დასრულება ქვედა ციხის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში. მისი გარე ფასადი დამთავრებულია, თუმცა როგორც გოროხოვი ამბობს, შიდა ინტერიერის მოსაწყობად ერთი თვე კიდევაა საჭირო.

გახსნის შემდეგ ზედა ციხის დათვალიერება ფასიანი იქნება, ქვედა ციხეზე შესვლა კი უფასო. ფასი შემდეგნაირადაა განსაზღვრული: სკოლის მოსწავლეებისათვის ჯგუფური ტური იქნება 50 თეთრი, ინდივიდუაურად სკოლის მოსწავლეებისათვის - 1 ლარი. ასევე ჯგუფური ტური სტუდენტებისათვის - 1 ლარი, ინდივიდუალურად - 1, 50. ადგილობრივი მოსახლეობისათვის (იგულისხმება რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტი) იქნება 1 ლარი, თუმცა სამცხე-ჯავახეთში მაცხოვრებლებისთვის ეს ფასი დეკემბრის ბოლომდე შენარჩუნდება, მომავალი წლიდან მათ თითო კაცზე 7 ლარის გადახდა მოუწევთ, ჯგუფური ტურის შეთხვევაში კი 5-ის. ქართულენოვანი გიდის მომსახურება 10 ლარი ეღირება, უცხოენოვანის კი - 20.

ახალციხის ციხეს12 გიდი მოემსახურება. გოროხოვის თქმით, ყველა მათგანი ადგილობრივია. ასევე ადგილობრივია ციხეზე დასაქმებული 70-ვე მომსახურე პერსონალი.

ციხე ჯერ არ გახსნილა და მას დღის განმავლობაში 1000-მდე მნახველი სტუმრობს.

ციხის რესტავრაცია თითქმის დასრულებულია და მისი რეაბილიტაციისთვის 34 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

მეორე ეტაპისთვის ახალციხის ისტორიული უბნის რაბათის ინფრასტრუქტირის მოწყობაა დაგეგმილი. გოროხოვის განმარტებით, პირვანდელ სახეს აღიდგენს რაბათის აბანოებიც.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მეთვრამეტე მუხლით ახალციხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
სამი წელი ახალციხის ციხის გახსნიდან
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება