FM97.5 / LIVE

დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები

მთავარი 18.12.2012
რას ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევა; რა ფუნქციები ჰქონდათ უბნის ექიმებსა და ექთნებს და რამდენად შეუცვლის ბენეფიაციარებს დაზღვევა უბნის ექიმებისა და ექთნების მოსახურებას

დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები
”უნიმედი-სამცხეს” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ოთხი უბნის ექიმი და ათი მედდა გაათავისუფლეს. ისინი ახალციხის მოსახლეობას ბინაზე მისვლით ემსახურებოდნენ.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მედ-პერსონალის გათავისუფლების მიზეზი იმ პროგრამის გაუქმებაა, რაც 0-დან 6 წლამდე ბავშვებისა და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების მომსახურებას ითვალისწინებდა.

დაწესებულების მენეჯერის დავით მაისურაძის განმარტებით, აღნიშნული ბენეფიციარების მომსახურება საკუთარ თავზე საავადმყოფოს მფლობელმა კომპანიამ ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” აიღო.

გაუქმდა თუ არა აღნიშნული პროგრამა უცნობია. ”სამხრეთის კარიბჭემ” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ კითხვით არაერთხელ მიმართა. თუმცა, არც ამ და არც სხვა კითხვებზე, 30 ნოემბრიდან დღემდე სამინისტროსგან პასუხები არ მიგვიღია.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელიც 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, 60 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიმდინარე წლის ივლისსში დაურიგდა,1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

თამარ ლაფაჩს ხუთი თვის შვილი ჰყავს. კონსულტაციებისთვის უბნის ექიმსა და ექთანს ხშირად მიმართავდა. მას შემდეგ, რაც მისი უბნის ექთანი გაათავისუფლეს, ნებისმიერი კონსულტაციისთვის საავადმყოფოში უწევს ასვლა. ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევაში ჩაერთო, მაგრამ მხოლოდ რამდენჯერმე, უმნიშვნელო მომსახურებისთვის გამოიყენა.

”ფაქტობრივად, ფარატინა ფურცელია. ვიტამინიც კი ვერ გამომიწერეს, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა და მერე ისევ მეუღლის კორპორაციული დაზღვევით ვისარგებლე. ერთადერთი რაშიც გამოვიყენე ისაა, რომ აცრაში ფული არ გადავიხადე. ფილტვებზე მოსმენა და ასეთი ელემენტარული რაღაცეებია გათვალისწინებული. მედიკამენტები რაც ვიკითხე, სიცხის დამწევი სანთელი და ვიტამინები, მითხრეს, რომ არ შედისო, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი არც უბნის ექიმის ბინაზე მომსახურებას არ ითვალისწინებს, - დღეს ბავშვი აცრაზე მყავდა და რიგში დგომა მომიწია, მარტო ერთ ექიმს, ექთნის გარეშე 45 წუთი, ან მეტი სჭირდება ერთ ბავშვს რომ მოემსახუროს. უნდა ელოდო, რიგი როდის მოგიწევს”.

ნაზი პონიატოვსკი წლების განმავლობაში პედიატრიულ განყოფილებაში უბნის ექთნად მუშაობდა. მისი თქმით, უბნის ექთნის ფუნქციას მხოლოდ ექიმი ვერ შეითავსებს. ექთნები ბავშვს დაბადებიდანვე თვალს ადევნებნენ. დედებს განუმარტავდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და აფრთხილებდნენ, როდის უწევდა ბავშვს სავალდებულო აცრა.

”სადაზღვევო კომპანია ამას არაფერს არ გააკეთებს. მას არ აინტერესებს ის აიცრის, არ აიცრის, ან საერთოდ როგორ მოიქცევა. ანუ ახალშობილის დედას ვეღარავინ მისცემს მიმართულებას, როგორ უნდა მოიქცეს”, - ამბობს იგი.

ის, რომ რამდენიმე ექიმი ყველას ვერ მოემსახურება, ”უნიმედი-სამცხედან” გათავისუფლებულმა მარინა ადანაიამაც დაადასტურა.
”ხუთ წლამდე ბავშვს შვიდი აცრა სჭირდება, ამას ჩვენ ვგეგმავთ, მარტო ერთ უბნის ექთანს 400-დან 500 ბავშვამდე ჰყავს, მთლიან უბანზე 1,000-დან 1,300-მდე ბავშვია. ამ ბავშვებს ჩვენ ვაკონტროლებთ. ზოგი აქტიური მშობელია და იცის რომ მათი შვილი ასაცრელია, ზოგს ავიწყდება და ვახსენებთ. მერე მოდის პერიოდი, როცა 13-14 წლის ასაკში ბავშვებს აცრა უწევთ, ეს არავინ არ იცის, ამიტომ ისევ ჩვენ მივდივართ სკოლაში და ვატყობინებთ”, - განმარტავს მარინა ადანაია და ამატებს, რომ მარტო პედიატრი ამ ყველაფერს ვერ გასწვდება.
უბნის ექთნები შიშობენ, რომ მშობელს სავალდებულო აცრის შესახებ ინფორმაციას ვეღარავინ მიაწვდის.

”თუ აცრა ნებაყოფლობით იქნება, მაშინ ძალიან დიდი ძალისმხევა დასჭირდება ექიმს და არ ვიცი რამდენად შეძლებს ერთი ადამიანი ამდენი საქმის კეთებას”, - განმარტავს ადანაია.

თამარ ლაფაჩი ამბობს, რომ აქამდე ექთნები თავად უკავშირდებობდნენ მშობლებს და მათი შვილის აცრის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ: ”უფრო მოწესრიგებული იყო ეს ყველაფერი. გვირეკავდნენ როდის იყო აცრის დრო და როდის უნდა მიგვეყვანა ბავშვი ექიმთან. არის შემთხვევა, როცა მშობელს ავიწყდება და ექთანი ვალდებულია შეახსენოს”.

იმაში, რომ უბნის ექიმებისა და ექთნების მოსახურებას ბენეფიაციარებს დაზღვევა ვერ შეუცვლის, ”უნიმედი სამცხედან” გათავისუფლებული პერსონალი, დარწმუნებულია. ისინი გაჩუმებას არ აპირებენ. უფლებების დასაცავად და დასახმარებლად უკვე მიმართეს რამდენიმე ორგანიზაციას, ადვოკატს და მუნიციპალიტეტის გამგებელსაც კი. ამ ეტაპზე უბნის ექიმები ცდილობენ დაადგინონ მართლა გაუქმდა თუ არა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი მუშაობდნენ. ამის დადგენის შემდეგ ბრძოლას სხვა მიმართულებით აპირებენ და დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
მოსახლეობა პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
სამი სოფელი ერთი ექთნის იმედად [Video]
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ