FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს

მთავარი 17.04.2013
”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში კადრები ისევ შეამცირეს. საავადმყოფოს მფლობელმა ხელშეკრულება მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილს გაუგრძელა.

ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
საავადმყოფო ამჯერად დამხმარე პერსონალმა დატოვა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვას ასახელებენ.

”უნიმედი სამცხეს” ახალციხის სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოში საკმარისი რაოდენობის დამხმარე პერსონალი (სანიტარი) დარჩა: ”საავადმყოფოში 30 ზე მეტი დამხმარე პერსონალი აგრძელებს მუშაობას”.

”უნიმედი სამცხეს” სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ დარჩენილი დამხმარე პერსონალი საკმარისი არ არის. იმის გამო, რომ პრესასთან საუბარი ეკრძალებათ, ისინი საჯარო კომენტარისგან თავს იკავებენ.

”ძალიან ცუდ დღეში ვართ, მთლიანი სართულის დალაგება მარტო მიწევს. ამბობენ კიდევ უნდა შეგვამცირონ, რადგან ღამე სანიტრები აღარ არის საჭირო და მარტო დღე უნდა იმუშაოთო. ღამე რომ შემოდის პაციენტი, მარტო ექთანმა როგორ უნდა შეძლოს ყველაფერი?”-კითხულობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ მედ-პერსონალის ხელშეკრულებებს ვადა მიმდინარე წლის 15 აპრილს ამოეწურა. თანამშრომელთა ნაწილს დღეს ახალი, ექვსთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს. ექიმები ამბობენ, რომ ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერეს, პირობებს არ გასცნობიან.

”დღეს ბოლო დღე იყო, თითქმის არავინ გაცნობია რა ეწერა ხელშეკრულებაში. ბრმად მოვაწერეთ და წამოვედით”, - გვეუბნება სამდიცინო დაწესებულების ერთერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, ეს სამედიცინო ცენტრიდან მედ-პერსონალის გათავისუფლების პირველი შემთხვევა არ არის. ახალციხის საავადმყოფოში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის, ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდა. თავდაპირველად დაწესებულებიდან უბნის ექიმები და ექთნები გაათავისუფლეს. იმის გამო, რომ ანაზღაურების სისტემა შეიცვლა და ხელფასები მიზერული გახდა, საავადმყოფოს ექიმების ნაწილი საკუთარი ნებითაც ტოვებს.

ყოფილი ახალციხის რაიონული საავადმყოფო ”ალდაგი ბისიაის” შვილობის კომპანიას 2012 წლის 1 სექტემბერს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალციხის სამედიცინო დაწესებულება ”უნიმედი-სამცხე” ერთ-ერთია იმ 1550 საავადმყოფოს შორის, რომლის საკითხსაც სამთავრობო კომისია სწავლობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
სამთავრობო კომისიის მონიტორინგში ახალციხის საავადმყოფოც მოხვდა
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ