FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან

მთავარი 30.11.2012
ახალციხის საავადმყოფოში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. იგეგმება თუ არა მედ-პერსონალის შემცირება. რას ამბობენ თანამშრომლები და რას გვპასუხობენ ადმინისტრაციაში

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის საავადმყოფოში 1 დეკემბრიდან თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლება იგეგმება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ საავადმყოფო "უნიმედი სამცხეს" მედ-პერსონალი ესაუბრა. მათ ვინაობას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ.

ის, რომ სამსახურის გარეშე რჩებიან, უბნის ექიმებმა იციან. ადმინისტრაციისგან მათ სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მიიღეს.

- „ამბობენ ათი უბნის ექიმიდან და ამდენივე ექთნიდან ორი უნდა დარჩესო. რამდენად შეძლებს ამდენი პაციენტის მიღებას ორი ექიმი, ნამდვილად ვერ გეტყვით”,- გვეუბნება ერთ-ერთი უბნის ექთანი.

ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, კადრების შემცირება ყველა განყოფილებაში იგეგმება. დარჩენილ თანამშრომლებს კი ხელფასები გაუნახევრდებათ.

- ”გვითხრეს, რომ განყოფილების ექთნებზე თვეში მხოლოდ 300 ლარია გამოყოფილი და მისი გადანაწილება მოხდება იმდენ ექთანზე, რამდენიც ვიმუშავებთ. ასე თითოს 30 ლარი გამოგვდის და ვინ იმუშავებს ასეთ მიზერულ ხელფასზე?! იძულებულს გვხდიან, სამსახურები ჩვენი ნებით დავტოვოთ, რომ მერე ვინც უნდათ, ის მიიყვანონ”,- ამბობს ერთ ერთი მათგანი.

”სამხრეთის კარიბჭემ” ვითარების გასარკვევად საავადმყოფოს მფლობელ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილ კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკას“ წერილობით მიმართა. კომპანიაში მოსალოდნელ შემცირებებზე არ საუბრობენ.

- ”ახალციხის საავადმყოფოში ექიმთა კოლექტივი სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ რეგიონის სხვა კლინიკაშიც, მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე”, - ნათქვამია წერილში, რომელიც კომპანიის პრესცენტრისგან მივიღეთ.

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის საავადმყოფო "ალდაგის" შვილობილ კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში სექტემბრიდან გადავიდა.

რაც შეეხება საავადმყოფოს თანამშრომლების ანაზღაურებას, პრესცენტრის ხელმძღვანელი ლია ბასლანძე გვწერს, რომ კლინიკაში დაინერგა კომბინირებული ანაზღაურების სისტემა და შესაბამისად, პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებული, პაციენტიდან გამომუშავების და საათობრივი გამომუშავების კომპონენტისაგან შედგება: ”ეს სქემა პერსონალის მიერ აღიარებულია, როგორც სამართლიანი ანაზღაურების სქემა. პერსონალი მიიღებს ანაზღაურებას მათი მუშაობის და დატვირთვის შესაბამისად”.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის” მმართველობაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან გადავიდა. ამის შემდეგ „უნიმედი სამცხე“ ახალციხის საავადმყოფოში მომსახურებაც გაძვირდა, რაც პაციენტების უკმაყოფილების მიზეზად იქცა. თუმცა,სექტემბრიდან დღემდე საავადმყოფოში ტარიფებისთვის არ გადაუხედავთ.

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
„უნიმედი სამცხე“ ახალციხის საავადმყოფოში მომსახურებაც გაძვირდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის