FM97.5 / LIVE
გათავისუფლებულმა მედდებმა სამინისტროდან და გამგეობიდან წერილებზე პასუხები მიიღეს">

არაფრისმთქმელი პასუხები წერილებზე

მთავარი 30.01.2013
”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა მედდებმა სამინისტროდან და გამგეობიდან წერილებზე პასუხები მიიღეს

არაფრისმთქმელი პასუხები წერილებზე

საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა „ჩემი ოჯახის კლინიკა“, რომელიც „ალდაგი ბი სი აის“ შვილობილი კომპანიაა, 11 მედდა , 2 თერაპიული და 2 პედიატრიული განყოფილების ექიმი სამსახურიდან გასული წლის 30 ნოემბერს გაუშვა. სამსახურიდან გათავისუფლებულმა მედდებმა წლის ბოლოს სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართეს, პოლიკლინიკის საავადმყოფოდან გამოყოფისა და ქალაქში სხვა შენობაში განთავსების შესახებ კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

”ახალციხის რეფერალური საავადმყოფო წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს. ...ამდენად პრობლემების მოგვარება სცილდება სამინისტროსთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს”, - ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილში (#01/987).

ასევე წერილში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინსიტრო მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვაზე, მათ შორის კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათი დასაქმებისთვის ეფექტური გარანტიების შექმნაზე.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ წერილს, გამგებელი მედდებს პასუხობს, რომ ”ნამდვილად ჩაშლილია რაიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და პირველადი მომსახურების პროგრამა. უმძიმესი მდგომარეობაა სამედიცინო მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით. ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაძლებლობისდა მიხედვით დაუყოვნებლივ ეხმაურება თქვენი სახელით მოსახლეობის მიერ წამოჭრილ პრობლემებს და რიგგარეშე საკითხთა რიგში უახლოეს მომავალში იქნება მიმართული გამგეობის არსებული შენობა-ნაგებობათა ფონდიდან ამ პრობლემის გადასაწყვეტად”.

წერილში აღნიშნულია, რომ ”გამგეობამ შეაჩერა მნიშვნელოვანი სტრატეგიის მქონე შენობების გასხვისების პროგრამა და ვცდილობთ ისინი უპირველეს შემთხვევაში გამოყენებული იქნეს დარღვეული სისტემის აღსადგენად”.

როგორც მედდამ ნაზი პონიატოვსკმა განგვიმარტა, უახლოეს დღეებში მედდები ადვოკატთან გაივლიან კონსულტაციას და იურისტის რჩევის მიხედვით სასამართლოს ან პროკურატურას მიმართავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა