FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხის’ გიდები ივლისში ასაღებ დანამატს ოქტომბერში მიიღებენ

მთავარისაზოგადოება 15.10.2015
„ახალციხის ციხის“ გიდებს ივლისში ასაღებ დანამატს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში უნდა მიეღოთ, ოქტომბერში მისცემენ. ხელშეკრულებების გაგრძელების საკითხი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

‘ახალციხის ციხის’ გიდები ივლისში ასაღებ დანამატს ოქტომბერში მიიღებენ

„ახალციხის ციხის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ილია სიდამონიძის განცხადებით, გამოინახა ის თანხა, რომელიც გიდებს ივლისში უნდა მიეღოთ და ამიტომ ნოემბრის ნაცვლად, მათ დაპრიებული დანამატი ოქტომბერში დაერიცხებათ.

მისივე თქმით, ყველა თანამშრომელს სექტემბრის ბოლოს შეწყვეტილი ხელშეკრულება ოქტომბრის ბოლომდე გაუგრძელდა, მაგრამ რა იქნება ოქტომბრის შემდეგ, ჯერ გაურკვეველია: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა შემოვა, როგორ დავფარავთ კომუნალურ ხარჯებს. ახლა ბილეთებიც დასაბეჭდია, მოკლედ, იმას ვინც ხელშეკრულებითაა აყვანილი, დავტოვებთ იანვრამდე თუ ვერა, შემოსული თანხის რაოდენობა განსაზღვრავს“.

გარდა ხელშეკრულებების გაგრძელებისა, „ახალციხის ციხის“ გიდები ახალციხის მერთან გიორგი კოპაძესთან შეხვედრასაც ელოდებიან. მათ ქალაქის მერს არსებული ვითარების შესახებ წერილი მისწერეს.

შეხვდება თუ არა მერი გიდებს, უცნობია. ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ „წერილი განხილვის პროცესშია, მერს ახლა ძალიან დატვირთული გნარიგი აქვს“.

რაც შეეხება მუზეუმის დარბაზის მეთვალყურეებს, „ახალციხის ციხეში“ აცხადებენ, რომ ზამთარში დარბაზში მხოლოდ მუზეუმის მეთვალყურეების მუშაობა საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ თანამშრომლები არანორმირებულ სამუშაო განრიგზე, დაბალ ანაზღაურებასა და მოკლევადიან ხელშეკრულებებზე ჩივიან. მათი თქმით, ყოველი წლის ბოლოს, ზამთრის მოახლოებისას, სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინი აქვთ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიდები: ‘მერი დაგვპირდა,  რომ ხელშეკრულებით აყვანილებს სახლში არ გაგვიშვებენ’
‘ახალციხის ციხემ’ 16 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა
‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’
‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ