FM97.5 / LIVE
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’

ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’

მთავარისაზოგადოება 28.02.2015
ახალციხის ციხეში მომუშავე გიდები დატვირთულ სამუშაოსა და შეუსაბამო ანაზღაურებაზე საუბრობენ, ციხის ადმინისტრაცია კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ გიდების ანაზღაურება სეზონური უნდა იყოს.

ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’

ამ თემაზე გიდები და ციხის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ყოვლკვირეულ გადაცემა, „კვირის აქცენტში“ საუბრობენ.

ახალციხის ციხე 7ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სიუჟეტში, რომელიც გადაცემაში გავიდა, გიდები ამბობენ, რომ დღეში რამდენიმე ექსკურიას უძღვებიან, მთელ დღეს ღია ცის ქვეშ, წვიმაში, თოვლში ატარებენ, ანაზღაურება კი 320 ლარი აქვთ. გარდა ამისა, ვინაიდან ხელშეკრულებით მუშაობენ, მუდმივად გათავისუფლებით ემუქრებიან.
„ყოველი წლის ბოლოს, რაც ეს ციხე არსებობს, ფაქტობრივად ტერორის ქვეშ ვართ, რომ აი შეგამცირებთ, წახვალთ, შტატაზე არ ხართ და ხელშეკრულებით ხართ. ეს არის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომლიც ხორციელდება გიდებზე, - თქვენ არ ხართ საჭირო ზამთრის განმავლობაში და უნდა წახვიდეთ“, - ამბობს ახალციხის ციხის გიდი დალი გოგოლაძე.

ახალციხის ციხის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე ამბობს, რომ ციხეს ყველა სეზონზე ამდენი გიდი არ სჭირდება. საერთოდ, ციხეზე კადრები გაბერილია და საჭიროა დაითვალოს, რამდენი თანამშრომელი სჭირდება ციხეს რეალურად. ამას უკავშირდება, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების გაშვებაც.

„საჭიროდ არ ვთვლი, რომ ზამთარში ვინმემ ტყუილად ხელფასი აიღოს“, - ამბობს გადაცემაში სიდამონიძე და განმარტავს, რომ მომავალშიც ხელშეკრულებით აიყვანენ თანამშრომლებს სეზონურად.
წამყვანის კითხვაზე, ამ ლოგიკით, თუ ითვალისწინებენ მაგალითად გიდების დატვირთულ სამუშაოს ტურისტულ სეზონზე და ეს თუ აისახება მათ ანაზღაურებაზე, სიდამონიძე ამბობს, რომ გიდებისთვის სახელფასო დანამატი წელს ჩასმული აქვთ ბიუჯეტში.

ამავე გადაცემაში ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ზამთარში ციხეს 14 გიდი არ სჭირდება: „თანამშრომელთა სახელშეკრულებო სისტემა უნდა ააწყოს ციხის ადმინისტრაციამ. გიდბს ხელფასი უნდა გაეხარდოთ ისე, რომ ზამთარში რასაც არ იმუშავებენ, ამის ანაზღაურება მოხდეს“.

დეტალურად ამ თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემაში „კვირის აქცენტი“, გადაცემის თემაა: „ახალციხის ციხის პრობლემები“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'კვირის აქცენტი': ახალციხის ციხის პრობლემები [Video]
ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’
გიორგი კოპაძე 'ახალციხის ციხის' პრობლემებზე: 'არავისგან არ მოვითმენ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს'
გიდები: ‘მერი დაგვპირდა,  რომ ხელშეკრულებით აყვანილებს სახლში არ გაგვიშვებენ’
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს
‘ახალციხის ციხის’ გიდები ივლისში ასაღებ დანამატს ოქტომბერში მიიღებენ
ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს