FM97.5 / LIVE

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან – ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’

მთავარისაზოგადოება 01.10.2015
თანამედროვე მონობა „ახალციხის ციხეში“ თუ ბიუჯეტის ხარჯზე „ხათრით შენახული“ თანამშრომლები; ვის მოუწევს სამი თვით სახლში წასვლა იანვრიდან და რატომ ალაპარაკდნენ კვლავ ფსიქოლოგიურ ტერორზე „ახალციხის ციხეში“ დასაქმებულები;

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’

მცირე ხელფასები, დატვირთული სამუშაო განრიგი და შეწყვეტილი ხელშეკრულებები, რომლის გაგრძელებასაც ციხის თნამშრომლები დღეს, 1 ოქტომბერს დღის ბოლომდე ელოდნენ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაზეც ააიპ ახალციხის ციხეში“ დასაქმებულები საუბრობენ.

გიდების განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ხელფასი შეუმცირეს და ხელზე, ნაცვლად 400 ლარისა, 320 ლარს იღებენ: „ჩათვალეს, რომ რომ გიდები ბევრი ვიყავით და უნდა შევემცირებინეთ. ამიტომ გვითხრეს, თუ გინდათ არ შეგამციროთ, ზამთარში 320 ლარს მოგცემთო. ზაფხულში ტურისტები შემოვლენ და ამ დაკლებულ თანხას პრემიის სახით აგინაზღაურებთ, 520 ლარს დაგირიცხავთო“.

გიდის ნანა მაისურაძის თქმით, თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდნენ, მაშინ იძულებული იყვნენ სამსახურები დაეტოვებინათ.

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ გიდებმა დაპირებისამებრ 520 ლარი მაისში, ივნისში, ასევე აგვისტოსა და სექტემბერში მიიღეს. თუმცა ივლისში ყველა გიდმა ანაზღაურება მხოლოდ 320 ლარი აიღო.

„გვითხრეს, ერთ კვარტალში პრემიის ორჯერ გაცემა არ შეიძლება და სექტემბერში მოგცემთო, მაგრამ სექტემბერშიც 720 ლარის ნაცვლად ისევ 520 ლარი აგვინაზღაურეს“, – აცხადებს გიდი თეა ტალახაძე.

ივლისის ანაზღაურების თემაზე სასაუბროდ გიდები, გუშინ 30 სექტემბერს „ახალციხის ციხის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ილია სიდამონიძის კაბინეტში შეიკრიბნენ. საკმაოდ ხანგრძლივი და ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, როგორც თავად აცხადებენ, კონკრეტული პასუხი როდის აუნაზღაურდებათ ივლისში დაკლებული 200 ლარი, ვერ მიიღეს.

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ „ივლისის დანამატს ჩვეულებრივ მიიღებენ წლის ბოლომდე. ვფიქრობ, ნოემბერს არ გადასცდება“, – განაცხადა სიდამონიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ გასცეს ივლისში გიდებზე დაპირებული პრემია, რაც თანამშრომლების განცხადებით, რეალურად დაკლებული ხელფასის სრული ოდენობაა და არა რაიმე დანამატი, ბუღალტერმა ია ხუციშვილმა განმარტა: „პრემიერ მინისტრის ბრძანება მიიღო მერიამ, სადაც წერია, რომ პრემიის ყოველთვიურად გაცემა იკრძალება, ეს კი მესამე პრემია გამოდიოდა. ამიტომ დაკორექტირება მოგვიხდა“.

დარბაზის მეთვალყურე: „8 თვე 96 ლარზე ვიმუშავე“

გარდა გიდებისა, მცირე ანაზღაურებაზე ჩივიან მუზეუმის დარბაზის მეთვალყურეებიც. მათი თქმით, სეზონზე ციხის ტერიტორიაზე ყველა თანაბრად იტვირთება, დამთვალიერებლებისგან ციხეზე შესული თანხის ოდენობა კი მათი სამუშაო განრიგის მატებაზე არ აისახება.

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ „250 ლარი გვაქვს ხელფასი და ხელზე 200 ლარს ვიღებთ. ერთხელ რვა თვე 96 ლარზეც კი მომიწია მუშაობა. სამი წლის განამვლობაში დანამატი 100 ლარი მხოლოდ ერთხელ, ახლა, სექტემბერში მივიღეთ. ამბობენ პრემია რომ მოგცეთ, მერე ხელფასს ვერ გავცემთო, არადა იმდენი ტურისტი შემოდის ციხეზე, საგიჟეთია“, – ამბობს დარბაზის მეთვალყურე ჯუნა ნათენაძე.

დღეს იგი კოლეგასთან, ქეთევან გაბელაშვილთან ერთად სამსახურში ჩვეულბრივ გამოცხადდა, თუმცა მის ხელშეკრულებას ვადა გუშინ გაუვიდა.
„არც ვიცით გვიგრძელბენ თუ არა. ყველა ხელშეკრულების დასრულებისას რომ ნერვებდაწყვეტილები არ ვიყოთ, ხომ შეიძლება?! სამი წელი რომ გვიგრძელებენ ხელშეკრულებებს ე.ი. საჭირო ვართ და შტატში რატომ არ გვსვამენ?!“ – კითხულობს ნათენაძე.

ვის მოუწევს სამი თვით სახლში წასვლა

თუმცა, საჭიროებასთან დაკავშირებით „ახალციხის ციხის“ დირექტორს სხვა შეხედულება აქვს: „ჩვენი კეთილი ნებაა, რომ მუზეუმს მეთვალყურეებით ვეხმარებით, თუ სჭირდებათ, თავიანთი სახსრებით თავად დაიმატონ.ზამთარში ძალიან ცოტა ხალხი შემოდის და ჩვენი მეთვალყურეები საჭირო სულ არაა“.

კითხვაზე, გაუგრძელდებათ თუ არა დღეიდან დარბაზის მეთვალყურეებს ხელშეკრულებები, სიდამონიძე გვპასუხობს: „ხელშეკრულების გაგრძელებას ვფიქრობდი ერთი თვით, მაგრამ ბიუჯეტს რომ ჩავხედე, შესაძლებელია იანვრამდე გავუგრძელოთ, იანვრიდან აპრილამდე კი ამდენი მეთვალყურე აღარ დაგვჭირდება“.

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ მეთვალყურეებთან ერთად იძულებით დასვენება გიდებსაც მოუწევთ. სიდამონიძის განცხადებით, ზამთარში 14 გიდი არ არის საჭირო. ამიტომ იანვრიდან აპრილამდე ციხეზე მხოლოდ რვა ან ექვსი გიდი იმუშავებს.

თანამშრომლები დატვირთული სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო, რასაც თვის ბოლოს ხელშეკრულების შეწყვეტაც მოსდევს, ციხეზე არსებულ მდგომარეობას თანამედროვე მონობას უწოდებენ.

„ეს არის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, ყოველი წლის ბოლოს ზამთრის მოახლოებისას ასეთ დღეში ვართ“, – ამბობს გიდი დალი გოგოლაძე.

„ხელშეკრულებით აყვანილები დაბალი კასტაა, როგორც უნდათ ისე მოგექცევიან, არანაირი კანონი ჩვენ არ გვიცავს“, – აცხადებს გიდი თეა ტალახაძე.

დირექტორი: „არ გვჭირდება ამდენი გიდი და ამდენი მეთვალყურე“

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ ციხის დირექტორი კი ირწმუნება, რომ მას თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებისა და ზამთარში, სამსახურში დატოვების სურვილი აქვს, თუმცა ამის საშუალებას ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს: „თავი უნდა გავიტანოთ როგორმე. ახლა რომ თუნდაც პრემიები დავარიგო, მერე ხელფასებს ვეღარ გავცემ. ჩვენ სუბსიდიას არავინ გაგვიზრდის. ასეც რომ არ იყოს, არ გვჭირდება ამდენი გიდი და მეთვალყურე, ზამთარში საჭირო არ არის, რომ დავტოვო, იტყვიან სახელმწიფოს თანხას ანიავებსო“.

კთხვაზე, თუ გიდები და მეთვალყირეები საჭირო არ არიან, მაშინ რატომ უგრძელდებათ მათ ხელშეკრულებები სამი წლის განმავლობაში, სიდამონიძე გვპასუხობს: „ვტოვებთ ხათრით, ოჯახები ჰყავთ, მაგრამ იანვრიდან ბოდიშს მოვუხდით ყველას, არ არის ფინანსურად იმის საშუალება რომ ისინი შტატში ჩავსვათ“.

ბუღალტერის ია ხუციშვილის განმარტებით, ბოლო დროს ციხეს განსაკუთრებით მძიმედ მომატებული კომუნალური ხარჯი დააწვა: „გასული თვის დენის ტარიფი 3 ათასი ლარით მეტი გადავიხადეთ“.

ამჟამად ახალციხის ციხეზე 75 ადამიანია დასაქმებული, აქედან შტატით 26 ადამიანი მუშაობს, დანარჩენი კი ხელშეკრულებით აყვანილია. ხელფასების დასაფარად ციხეს ყოვლეთვიურად 39 460 ლარი სჭირდება.

მიმდინარე წელს „ახალციხის ციხეს“ ქალაქის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიას 200 ათას ლარს აძლევს. გასულ წელთან შედარებით, მერიამ ციხეს სუბსიდია იმ მოტივით გაუნახევრა, რომ ციხემ საკუთარი შემოსავლის გაზრდაზე თავად უნდა იზრუნოს.

ამ დრომდე კი ციხეს გარდა დამთვალიერებლებიდან შემოსული სახსრებისა, ასევე, საკონფერენციო დარბაზისა და სცენის გაქირავებიდან მიღებული თანხისა, სხვა შემოსავალი არ აქვს.

ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’ „გაქირავებული რესტორნებიდან და მაღაზიებიდან თანხა, ქალაქის მერიაში შედის“, – ამბობს სიდამონიძე.

რას ფიქრობენ ციხეზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში, უცნობია. ხვალ, 2 ოქტომბერს, გიდები ქალაქის მერთან გია კოპაძესთან შეხვედრას გეგმავენ. იმედია, კითხვებზე პასუხებს, „სამხრეთის კარიბჭესგან“ განსხვავებით, მათ მაინც გასცემენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ
‘ახალციხის ციხის’ გიდები ივლისში ასაღებ დანამატს ოქტომბერში მიიღებენ
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
გიორგი კოპაძე 'ახალციხის ციხის' პრობლემებზე: 'არავისგან არ მოვითმენ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს'
გათავისუფლებული თანამშრომლები და ადმინისტრაციისთვის გაზრდილი  ხელფასი ‘ახალციხის ციხეზე’
‘ახალციხის ციხემ’ 16 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა