FM97.5 / LIVE

ვალეში მიმდინარე მოვლენებზე BP პასუხისმგებლობას კონტრაქტორს აკისრებს

მთავარისაზოგადოება 02.12.2015
დღეს, 2 დეკემბერს, ვალეში გამართულ საპროტესტო აქციასა და მუშების უკმაყოფილებაზე კომპანია BP–ში არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მომხდარი მათი ქვეკონტრაქტორის, "ბეხტელ & ენკა"–ს პასუხისმგებლობაა.

ვალეში მიმდინარე მოვლენებზე BP პასუხისმგებლობას კონტრაქტორს აკისრებს

კომპანია Bp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ კომანია bp–ს მხრიდან მათზე ზოგადი ზედამხედველობა ხორციელდება. ის პრობლემები, რაც მუშებს აწუხებთ, კომპანია "ბეხტელ & ენკა"–ს მოსაგვარებელია.

„Bp ახორციელებს ზოგად ზედამხედველობას. რაც შეეხება ამ პრობლემების მოგვარებას, ეს კონტრაქტორის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა კომპანია Bp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამილა ჩანტლაძემ.

"ბეხტელ & ენკა"–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი კურტანიძემ კი გვითხრა, რომ მომხდარზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა: „მე მითხრეს, რომ ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რაც ხდება შენ არ გეხებაო. მიმართეთ ჩემს უფროსებს“.

„მის უფროსებს“ „სამხრეთის კარიბჭე“ დღეს ვერ დაუკავშირდა. ისინი, ვინც ვალეში, იმყოფებოდნენ, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე შენობაში შევიდნენ და გარეთ აღარ გამოსულან.

მიუხედავად ამისა, „სამხრეთის კარიბჭე“ ისევ ცდილობს მშენებელი კომპანიიდან ვინმესთან დაკავშირებას და თუ კომუნიკაცია შედგა, მათ პოზიციას მომხდარზე, აუციებლად გაცნობებთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ვალეში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებული 200–მდე მუშა იყო გაფიცული. ისინი ითხოვენ გაუზარდონ შემცირებული საათები, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400 ლარამდე შემცირდა, დაუმატონ ანაზღაურება შაბათ–კვირას მუშაობისთვის, ან ამ დღეებში დაასვენონ და გააუმჯობესონ მათი კვებითი მენიუ.

დღეს დილითვე კომპანიის დასაქმების სამსაახურის ხელმძღვანელმა 30 მუშას უთხრა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქცია შუადღეს ისე დასრულდა, რომ მუშებთან არავინ გამოსულა. საღამოს უფროსთან სასაუბროდ გათავისუფლებულები შევიდნენ. რაზე ისაუბრეს უცნობია, თუმცა, საღამოს, 30–დან 19–ს აცნობეს, რომ სამსახურში აღარ აღადგენდნენ და დაცვის პოლიციის დახმარებით ის სასტუმროც დაატოვებინეს, სადაც ღამეს ათევდნენ. სასტუმრო კომპანიას აქვს დაქირავებული.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცულ მუშებს კომპანია მოლაპარაკებას სთავაზობს
ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]