FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცულ მუშებს კომპანია მოლაპარაკებას სთავაზობს

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
კომპანიის წარმომადგენელი გაფიცულ მუშებს მოლაპარაკებას სთავაზობს. მათი მოთხოვნით შეხვედრას ჟურნალისტები არ დაესწრებიან, რასაც მუშები არ ეთანხმებიან.

ვალეში გაფიცულ მუშებს კომპანია მოლაპარაკებას სთავაზობს
გაფიცულ მუშებს კომპანიის წარმომადგენელი, ადამიანური რესურსების სპეციალისტი ილია ბეჟაშვილი შეხვდა.
„2–3 კაცი შემოდით და დაელაპარაკეთ ხელმძღვანელობას. შემდეგ გამოდით და ყველას გადაეცით მათი დანაბარები. შეთავაზებაა ასეთი, რომ ვისაც მუშაობის სურვილი აქვს შემოვიდეს და იმუშაოს. უფროსები ამბობენ, რომ მათ პრესასთან ურთიერთობა არ შეუძლიათ, მიზეზი შემოდით და თავად გაიგეთ“, – ამბობს ილია ბეჟაშვილი.

მუშები ხელმძღვანელობასთან შესვლას არ აპირებენ:“თვითონ მოვიდნენ და ყველაფერი ჟურნალისტებთან ერთად აგვიხსნან. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ გაფიცულები.

მუშებს გზა აქვთ გადაკეტილი და საწვავით და ბეტონით დატვირთულ მანქანებს არ ატარებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაფიცულები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთანაც ითხოვენ შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ, მათთან შესახვედრად გუბერნატორი ამ დრომდე არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ ვალეში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გუშინ, 2 დეკემბერს დილიდან დაიწყეს და 15:00 საათამდე გაგრძელდა. გაფიცულები ითხოვენ გაუზარდონ შემცირებული საათები, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400 ლარამდე შემცირდა, დაუმატონ ანაზღაურება შაბათ–კვირას მუშაობისთვის, ან ამ დღეებში დაასვენონ და გააუმჯობესონ მათი კვებითი მენიუ.

გუშინვე, კომპანიის დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელმა 30 მუშას უთხრა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქცია შუადღეს ისე დასრულდა, რომ მუშებთან არავინ გამოსულა. საღამოს უფროსთან სასაუბროდ გათავისუფლებულები შევიდნენ. რაზე ისაუბრეს უცნობია, თუმცა, საღამოს, 30–დან 19–ს აცნობეს, რომ სამსახურში აღარ აღადგენდნენ და დაცვის პოლიციის დახმარებით ის სასტუმროც დაატოვებინეს, სადაც ღამეს ათევდნენ. სასტუმრო კომპანიას აქვს დაქირავებული.

[ვარლამ წიკლაური, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში მიმდინარე მოვლენებზე BP პასუხისმგებლობას კონტრაქტორს აკისრებს
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ
ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს
მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]