FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი

მთავარისამართალი » შემთხვევა 28.07.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, დერცელში მომხდარი მოვლენა არ ყოფილა იმ მასშტაბის, როგორც ინფორმაცია გავრცელდა. კომისიამ ვითარება შეისწავლა და ხვალ დილით ყველა დეტალი ცნობილი იქნება.

ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი

ზაქარია ენდელაძეს „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით ესაუბრა. როგორც გამგებელმა დაგვიდასტურა, დერცელში ნამდვილად იყო გუშინ უხვი ნალექი, რამაც მცირეოდენი დაზიანებები გამოიწვია. თუმცა, ინფორმაცია, რომ იყო დიდი მასშტაბის ღვარცოფი, რეალობას არ შეესაბამება.

„როგორც ასეთი, რომ ღვარცოფი იყო და საშინელება მოხდა, ასეთი მასშტაბის არ ყოფილა. დაზიანებულია რაღაც მონაკვეთები. კომისია უკვე ჩამოვიდა, შევხვდები და ხვალ დილას უკვე გვექნება მაქსიმალური ინფორმაცია გარემოებების შესახებ“, – განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, როგორც კომისიის წევრებმა სატელეფონო საუბარში აცნობეს, დაზიანებულია დაახლოებით 5–7 მეტრი გზა: „ტექნიკით მისვლა შეუძლებელია და როგორც მე მეუბნებიან, ამას უნდა მუშახელი“.

ზაქარია ენდელაძე კატეგორიულად უარყოფს ერთ–ერთი ადგილობრივის მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ ნათქვამს, რომ გამგებელმა მათ დახმარებაზე უარი უთხრა და განუცხადა თავად შეეკრიბათ ფული. გამგებელი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დერცელში მას მისმა წარმომადგენელმა დღეს, 11:37 საათზე ტელეფონით აცნობა. რამდენიმე წუთში მასთან დარეკა დერცელის ერთ–ერთმა მცხოვრებმაც, რომელიც ითხოვდა, დაუყოვნებლივ შეეკეთებინათ გზა.

„ვუთხარი კომისია შეისწვალის ფაქტებს, ვნახავთ რა ხასიათის სამუშაოებან გვაქვს საქმე და ამის მიხედვით გავაკეთებთ–მეთქი. მითხრა, რომ ვერ დაელოდებოდა კომისიას, პროცედურებს, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოგვეხდინა რეაგირება. ვუთხარი, თუ ვერ მოიცდით ჩვენს მოსვალმდე, თქვენ გყავთ ტრაქტორი და ჩვენს მოსვლამდე შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობებით მიხედოთ–მეთქი“, – ამობს გამგებელი და გვიხსნის, რომ დერცელმა ტრაქტორი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძინა, – „მათ როგორ თქვეს, ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ, ეს არის რეალობა, თუ მე არ მელოდები, მაშინ შენ უნდა გააკეთო“.

ადიგენიდან დერცელამდე საათნახევრის გზაა, გაცილებით მეტია მთამდე, სადაც შემთხვევა მოხდა. გამგებელი ამბობს, რომ დროსა და ლოდინში სწორედ ამ პერიოდს გულისხმობდა.

ზაქარია ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთაში წყლის მიწოდება აღდგენილია. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, გამგეობას ზუსტი გეგმა ხვალ დილით ექნება.

„შევისწავლით ბოლომდე, ხვალ დილას გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე და შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ პრობლემა“, – აცხადებს გამგებელი და ამატებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მისი ვარაუდით სხვის მიერ იყო მართული ვინაიდან დერცელის მცხოვრებლებს გამგებელთან ცუდი ურთიერთობა არ აქვთ, – „მათ მოგვცეს ხმა, ახლა ჯერი ჩვენზეა და ვაკეთებთ, ვეხმარებით ყველაფერში“.

შეგახსენებთ, გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დერცელის მთაში, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი ცხოვრობს, გზის მონაკვეთი დააზიანა. ადგილობრივებმა მოვლენას ღვარცოფი უწოდეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვარცოფი ადიგენში – 200–მდე ადამიანი მთაში ჩარჩა
დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა
ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი
მამუკა ნასიძე: 'ახალციხის გამგებელმა ტრაქტორი მოიპარა' [Video]
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან