FM97.5 / LIVE

დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა

მთავარისაზოგადოება 30.07.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში მთამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე მუშაობა ამ წუთებში დასრულდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა ადგილობრივებთან ერთად აღადგინა.

დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დერცელიდან მთამდე მისასვლელ გზაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

„დღეს დილით შვიდ საათზე გავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩვენ საკუთრებაში არსებული ტრაქტორით და იქ გზა გავაკეთეთ. სამუშაოებს უშუალოდ ჩემი პირველი მოადგილე ხელმძღვანელობდა“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

მისი განცხადებით, აქ გზის მცირე ნაწილი იყო დაზიანებული: „აჟიოტაჟი რაც მოჰყვა ამ ფაქტს, იყო თითიდან გამოწოვილი. დაახლოებით ხუთი–ექვსი მეტრი სიგრძის და სამი–ოთხი მეტრი სიგანის მონაკვეთი დაზიანდა. ამჟამად აქ ტრანსპორტით მოძრაობა ჩვეულებრივ შესაძლებელია“.

შეიკითხვებზე თუ რა დასკვნა დადო სპეციალურმა კომისიამ, რომელიც სტიქიის შემდეგ დერცელში მუშაობდა და რა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს ამ გზის მონაკვეთის შეკეთება, ენდელაძემ გვიპასუხა: „შესასწავლი აქ თითქმის არაფერი იყო. ეს დაახლოებით საწვავის ფასი დაგვიჯდა“.

მისივე განცხდებით, აღმოფხვრილია წყლის პრობლემაც. ამდროისთვის რეზინის მილებით ის დაზიანებული მონაკვეთი, რომელიც სტიქიის შემდეგ წყალმა წაიღო, ისევ გადაბმულია.

შეგახსენებთ, რომ ღვარცოფმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთაში მისასვლელი გზა მოწყვიტა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვარცოფი ადიგენში – 200–მდე ადამიანი მთაში ჩარჩა
ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
ადიგენის სოფლები სტიქიის შემდეგ [Photo]
ადიგენის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა