FM97.5 / LIVE

'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი

მთავარიპოლიტიკა 19.03.2015
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ იჯარეთის მცხოვრებლებთან ერთად გადაცემაში სტუმრობა იუკადრისა.

'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი

„სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემის „კვირის აქცენტის“ თემა მიმდინარე კვირაში ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლებში გაცემული კომპენსაციებია.
ადიგენის 8 სოფელს ცენტრალურმა ბიუჯეტმა, 2014 წლის 14 სექტემბრის სტიქიის შედეგად, სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ 321.000 ლარი გამოუყო. ამ თანხით ადიგენის გამგეობამ საკვები პროდუქტები შეიძინა და 13 მარტს მათი განაწილება დაიწყო.

14 მარტს, „სამხრეთის კარიბჭეში“ სოფელ იჯარეთის მცხოვრებლები ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივებს პროდუქტები სხვადასხვა რაოდენობით შეხვდათ, რასაც მათი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

18 მარტს კომპენსაციების თემაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტში, 5–წუთიან გამოსვლაში ისაუბრა. ჩილინგარაშვილმა განაცხადა, რომ კომპენსაციის გაცემის სქემაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

იმავე დღეს, 18 მარტს, იჯარეთში ადგილობრივებთან გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა. იჯარეთის მცხოვრებთა ნაწილი გამგეობას პროდუქტების შერჩევით გადანაწილებაში ადანაშაულებს.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თემა „სამრეთის კარიბჭემ“ გადაცემისთვის შეარჩია და გუშინ, 18 მარტს, გადაცემაში სტუმრობისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს დაუკავშირდა. გამგებელმა გადაცემაში სტუმრობაზე თანხმობა განაცხადა. მასთან ერთად გადაცემის სტუმარი უნდა ყოფილიყო, იჯარეთის ერთ–ერთი მცხოვრები, ვისაც პროდუქტების გადანაწილებაზე პრეტენზია აქვს.

დღეს, 19 მარტს, დილით, გამგეობიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა კალანდაძე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გამგებელი დაკავებულია და გადაცემაში მოსვლას ვერ შეძლებს. ამიტომ, მან გვთხოვა გადაცემა ხვალ ჩაგვეწერა, ოღონდ იმ პირობით, თუ გადაცემას „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთად თავადაც ჩაწერდა. გადაცემაში გამგებლის მოსვლის მთავარი პირობა კი ის იყო, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ გამგებლის ოპონენტად მისი დონის პიროვნება უნდა შეერჩია.

მოგვიანებით აღნიშნული სატელეფონო საუბარში თავად ზაქარია ენდელაძემაც დაგვიდასტურა.

„მოვალ გადაცემაში, ოღონდ ჩავიწერთ ჩვენც, ჩვენი სამსახური ჩაიწერს და შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი“, – რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა გამგებელმა.

გთავაზობთ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.



„კვირის აქენტი“ კი „სამხრეთის კარიბჭეში“ ამ წუთებში, გამგებლის გარეშე იწერება. გადაცემაში იჯარეთის მცხოვრებლები თავიანთ პრეტენზიებზე საუბრობენ.

მისი ნახვა ხვალ, 20 მარტს, 20:00 საათზე, „სამხრეთის კარიბჭეს“ ვებგვერდზე შეგეძლებათ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: უკმაყოფილო იჯარეთელები და გამგებლის უკადრისობა [Video]
იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
ანონსი: უკმაყოფილო იჯარეთელები და გამგებლის უკადრისობა [Video]
ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
იჯარეთში კომპენსაციის გაცემა დაპირისპირების მიზეზი გახდა [Photo]
ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით