FM97.5 / LIVE

ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

მთავარიპოლიტიკა 04.03.2015
17 მომხრე, 10 წინააღმდეგი, – დღეს, 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ფიქრობს, რომ მისი გადაყენება რეგიონის გუბერნატორმა მოითხოვა.

ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

ლობჯანიძის გადაყენება ფრაქცია 'ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოითხოვეს.

უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და მისმა მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა მოითხოვეს.

„არჩევის დღიდან დაძაბული ურთიერთობა მქონდა აკაკი მაჭუტაძესთან. მან თავიდანვე გამაფრთხილა, რომ მის გარეშე არაფერი გამეკეთებინა და ყველა ის საკითხი რასაც საკრებულოს სხდომაზე გავიტანდი, მასთან შემეთანხმებინა. ხშირად არ ვემორჩილებოდი, ამიტომ მისგან ყოველთვის იყო მუქარები, როგორც სატელეფონო, ისე მის კაბინეტში“, – ამბობს ლევან ლობჯანიძე და ამატებს, რომ ადიგენში საკრებულოს წევრებიც აკაკი მაჭუტაძისა და მისი მოადგილის ავთანდილ კაჭკაჭიშვილის შერჩეულები არიან: „როცა საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, სწორედ გუბერნატორის დავალებით დავნიშნე ის ადამიანები, რომელბიც ახლა ზოგი კომისიის და ზოგი ფრაქციის თავმჯდომარეა“.

ლობჯანიძე ამბობს, რომ საკრებულოს სხდომის გამართვამდე, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს წევრები გუშინ, 3 მარტს, ღამით, რესტორან „ალავერდში“ დაიბარა. მისი თქმით, კაჭკაჭიშვილმა დეპუტატებს მოსთხოვა საკრებულოში მისი გადადგომის შესახებ განცხადება შეეტანათ.

„ამ შეხვედრის შესახებ გავიგე და სწორედ იმ დროს რესტორნის წინ გავიარე, დავინახე დეპუტატების და გამგებლის ავტომანქანები. სამწუხაროდ, ფოტოს გადაღება ვერ მოვიფიქრე“, – ამბობს ლობჯანიძე და ამატებს, რომ დეპუტატებზე ზეწოლა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემაც განახორციელა.

„როგორც ვიცი, გუშინ ზაქარია ენდელაძემ, მოადგილესთან ერთად, თითქმის ყველა დეპუტატს სახლში მიაკითხა და იძულებით მოაწერინა ხელი განცხადებაზე, რომელიც ჩემს თანამდებობიდან გადადგომას შეეხებოდა“, – ამბობს ლობჯანიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს აკაკი მაჭუტაძემ და ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა.

აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ მას ლევან ლობჯანიძე კაბინეტში არასოდეს დაუბარებია და მსგავსი მუქარებიც არ ყოფილა: „მე ლევან ლობჯანიძე ბოლოს იანვარში, საკონსულტაციო საბჭოს ერთ – ერთ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ვნახე“.

რესტორან „ალავერდში“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებთან და გამგებელთან შეხვედრას უარყოფს ავთანდილ კაჭკაჭიშვილიც. იგი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, რაც თბილისშია, ამიტომ გუშინ მსგავს შეხვედრაზე ვერ იქნებოდა.

ლობჯანიძის ნათქვამს სიცრუეს უწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე: "რამდენიმე დღით ვიმყოფებოდი თბილისში, ჩამოვედი შუადღის მერე, ნამდვილად არავისთან მივსულვარ და არავისთვის ხელი არ მომიწერინებია. არც ავთო კაჭკაჭიშვილთან ვყოფილვარ შეხვედრაზე "ალავერდში".

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წუთებში ისევ სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ. კანდიდატად იმედა მღებრიშვილია დასახელებული, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. სხდომას ლობჯანიძის მოადგილე, თამაზ ძაძამია უძღვება.

შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს.

"სამხრეთის კარიბჭე" თემაზე მუშაობას აგრძელებს. როგორ განვითარდება მოვლენები ადიგენში, ამის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
დღის კითხვა: რატომ გადააყენეს თანამდებობიდან ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე [Video]
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ