FM97.5 / LIVE

მამუკა ნასიძე: 'ახალციხის გამგებელმა ტრაქტორი მოიპარა' [Video]

მთავარისაზოგადოება 04.09.2013
რაში ადანაშაულებს შპს „ლაბა +“ -ის დირექტორი მამუკა ნასიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ბლიაძეს და რა კავშირშია გუბერნიის ბალანსზე რიცხული ტრაქტორი ნასიძესთან

მამუკა ნასიძე: 'ახალციხის გამგებელმა ტრაქტორი მოიპარა' [Video]
შპს „ლაბა +“-ის დირექტორის მამუკა ნასიძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ტრაქტორი, რომელიც მას სოფლიდან მთაში მისასვლელი გზის შესაკეთებლად ათხოვეს, დღეს გუბერნიისთვის უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ტრაქტორი ადგილზე აღარ დახვდა.

„ტრაქტორი ახალციხის გამგებელმა მოიპარა და წაიყვანა მთაში „ხალტურაზე“. ვკითხე, რა უფლებით მოიპარე ტრაქტორი-მეთქი და მიპასუხა, არ მაინტერესებს სოფლის მეურნეობაო“, - აცხადებს ნასიძე.

მისი თქმით, ტრაქტორი სამხარეო ადმინისტრაციამ დაახლოებით 2 თვის წინ, მთამდე მისასვლელი გზის შესაკეთებლად ათხოვა: „22 კილომეტრი შევაკეთეთ, 3500 ლარი დაუჯდა ეს შპს „ლაბა +“ს, დაგვეხმარა მოსახლეობაც. იქ, სადამდე მისასვლელი გზაც გაკეთდა, ასი ათასობით ტუკი თივა იპრესება. ტრაქტორი, რითაც გზა შევაკეთეთ, 600 ათასი ლარი ღირს, ის მე მაწერია, მაგრამ დღეს გამგებელმა მოიპარა და მთაში წაიყვანა“.

მამუკა ნასიძე: 'ახალციხის გამგებელმა ტრაქტორი მოიპარა' [Video]სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვის საფუძველზე ტრაქტორი სოფელში ნამდვილად გაიგზავნა და ამის შესახებ საკრებულოსთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა: „გუბერნიის ბალანსზე გვყავს ტექნიკის გარკვეული რაოდენობა და საგანგებო მდგომარეობისთვის გამოიყენება ხშირად. საკრებულომ მოგვმართა თხოვნით, რომ ტრაქტორი გამოგვეყო სოფლისთვის და დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა. სოფელს ეს ტრაქტორი ალბათ გზის შესაკეთებლად ან სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად უნდოდა. ჩვენთვის დღეს უნდა დაებრუნებინა“.

მამუკა ნასიძე: 'ახალციხის გამგებელმა ტრაქტორი მოიპარა' [Video]ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებელი ბესიკ ბლიაძე ნასიძის განცხადებით გაოგნებულია. მისი თქმით, მამუკა ნასიძე არ არის ვალდებული იყოს გარკვეული თუ სად წავა გუბერნიის ბალანსზე რიცხული ტრაქტორი. ტრაქტორის წაყვანასა და მოყვანაზე პასუხისმგებლობა ურავლის თემის რწმუნებულს ბადრი ზაზაძეს ევალებოდა: „სასაცილოა, როცა ის ამბობს, რომ ტრაქტორი გამგებელმა მოიპარა“.

გამგებლის განმარტებით, ტრაქტორი, რომელიც დღეს სპეციალური მისაბმელით ახალციხეში უნდა ჩამოეტანათ, ამავე სოფლის მოსახლეობის თხოვნით მთაში გაგზავნეს, რადგან იქ ხევში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და მის ამოსაყვანად დასჭირდათ: „ღვთის წყალობით, ვინც მანქანაზე იყო, უვნებელი გადარჩა, მანქანის ამოყვანას ტრაქტორი ამ წუთებშიც ცდილობს“.



[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა შპს „ლაბა +“-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს
მუგარეთთან ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება
ნინოწმინდაში 53 წლის მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა
ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში?
ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი
ადიგენის მუნიციპალიტეტს კუთვნილი ტრაქტორები დაუბრუნეს