FM97.5 / LIVE

ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით

მთავარიპოლიტიკა 18.03.2015
ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.

ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით

ადიგენის სტიქიით დაზარალებული სოფლების შესახებ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 5–წუთიან გამოსვლაში ჩილინგარაშვილმა რამდენიმე კითხვაზე მოითხოვა პასუხი: ვინ გადაწყვიტა, ხალხის დაუკითხავად, სტიქიით დაზარალებულებისთვის პროდუქტებით მიეცათ კომპენსაცია; რატომ განკარგავენ ზამთრისთვის გამოყოფილ ფულს გაზაფხულზე და რატომ შეარჩიეს პროდუქტების მიმწოდებელი ფირმა პირდაპირი მოლაპარაკების წესით.

„მოგახსენეთ რამდენიმე კვირის წინ, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს ადიგენის რაიონში მოხდა დიდი სეტყვა, როდესაც განადგურდა 8 სოფლის მოსავალი. ბევრი ჯახის შემდეგ, როგორც იქნა გამოიყო თანხა, 321.000 ლარი, მაგრამ ვიღაცამ, ამ ხალხის დაუკითხავად, გადაწყვიტა, რომ მიეტანა მაკარონი, კარტოფილი, ზეთი. ძალიან მაინტერესებს, ვისი გადწყვეტილება იყო ეს“, – განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვებს იწვევს თანხის გაზაფხულზე განკარგვაც: „მე ვიცი სეკვესტრი ბიუჯეტში, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდში მიცხოვრია. უკვე თქვენს პერიოდშიც ვხვდები, რომ იქნება ბიუჯეტის სეკვესტრი. მაგრამ გაზაფხულის სეკვესტრი?! ერთი თვე ჩამოვაჭრათ და ზამთარს მივაკეროთ?! არ გამოვა!“

ჩილინგარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ის ფირმა, რომელიც პროდუქტების დასარიგებლად შეარჩიეს, საკრებულოს ერთ–ერთი წევრის ყოფილი ფირმაა: „რომელიც ახლა ან ცოლზე ექნება გადაფორმებული, ან ძმაზე, ან სიდედრზე, ან ვიღაცაზე. და ასევე, მოსახლეობა მეუბნება, რომ 1 ლიტრი ზეთი უფრო ძვირი უზით, ვიდრე საცალო ბაზრობაზე იყიდება. მე მცემს კორუფციის სუნი. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ მხედველობაში და მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია ამ ხალხს“.

შეგახსენებთ, 2014 წლის 14 სექტემბრის სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 321.000 ლარი გამოიყო. დაზარალებულებს საკვებ პროდუქტებს ურიგებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პროდუქტი არათანაბრად განაწილდა, ადიგენის ხელისუფლებაში კი მათ პროტესტს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში აღარაფერი შეიცვლება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"
ადიგენში მცხოვრები – „ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი