FM97.5 / LIVE

ადიგენში მცხოვრები – „ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“

მთავარისაზოგადოება 08.05.2015
ადიგენში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის განაწილების საკითხით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა. ვიდრე ორგანიზაცია საქმეს სამართლებრივ მსვლელობას მისცემს, ადგილობრივები დახმარებას რეგიონის გუბერნატორს სთხოვენ.

ადიგენში მცხოვრები – „ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში მცხოვრები შოთა საგინაძე დღეს, 8 მაისს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს შეხვდა. საგინაძეს 2014 წლის სექტემბერში სტიქიით მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის სახით, მხოლოდ ერთი ტომარა ფქვილი შეხვდა, რეალურად კი ძლიერმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა და ამიტომ მეტ კომპენსაციას იმსახურებდა.

„გუბერნატორს ვთხოვე რომ დაგვხმარებოდა. მითხრა აქამდე სად იყავიო, ავუხსენი, რომ ამის შესახებ გამგეობა საქმის კურსში იყო. კონკრეტულად გამგებელმა კი ჩვენთან სასაუბროდ იმ გადაცემაში მოსვლა, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ ჩაწერა, არ იკადრა. გუბერნატორმა მითხრა მე ვერაფერით დაგეხმარები და პროკურატურას მიმართეო“, – ამბობს შოთა საგინაძე.

ადიგენში კომპენსაციის განაწილების საკითხს სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა თუ არა ამის შესახებ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა „ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციას“ გამოთხოვილ დოკუმენტებს გადასცემს.

„ადიგენის გამგეობიდან შესაბამისი დოკუმენტები გამოვითხოვეთ. პასუხს რომ მივიღებთ, მას შემდეგ გვეცოდინება როგორ ვიმოქმედებთ“, – ამბობს საიას წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი.

შოთა საგინაძე კი ირწმუნება, რომ გაჩერებას არ აპირებს, რადგან მომხდარით ძალიან შეურაცხყოფილია: „დაზარალებული რომ არ ვიყო და მოსავალი არ გაენადგურებინა სტიქიას, ხმას არ ამოვიღებდი. ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს. იმ დღეს, ფქვილი რომ არ გვქონდა, იმ მეზობელს ვესესხეთ, რომელსაც 18 ტომარა ერგო. ბოლო–ბოლო ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სექტემბერში სტიქიით დაზარალებულებისთვის 321 000 ლარი გამოიყო. ამ თანხით ადგილობრივებისთვის პროდუქტები შეიძინეს. კომპენსაციისა სახით პროდუქტის დარიგებას ადიგენში ხმაური მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ კომპენსაცია რეალრუად მიყენებული ზიანის მიხედვით არ განაწილდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა
ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია
კვირის აქცენტი: უკმაყოფილო იჯარეთელები და გამგებლის უკადრისობა [Video]
იჯარეთში კომპენსაციის გაცემა დაპირისპირების მიზეზი გახდა [Photo]
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით
იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ