FM97.5 / LIVE

იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

მთავარისაზოგადოება 18.03.2015
ხმაურია ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში. კომპენსაციის გადანაწილებით უკმაყოფილო ადგილობრივები, სოფელში მისულ გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
დაპირისპირება იჯარეთში, ადგილობრივები ესაუბრებიან გამგებლის მოადგილესა და რწმუნებულს

იჯარეთის მცხოვრებლები სოფელში იქამდე შეიკრიბნენ, ვიდრე მათთან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მივიდოდნენ.
ადგილობრივებთან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, მინდია ჯელია და არსენ ბალახაშვილი და სოფელში გამგებლის წარმომადგენელი გიორგი სოფრომაძე მივიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენისთანავე სოფელში ვითარება დაიძაბა.

იჯარეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობამ სოფელში კომპენსაცია უსამართლოდ გადაანაწილა. ზოგმა ძალიან ბევრი პროდუქტი მიიღო, ზოგმა ნაკლები, ზოგს კი საერთოდ არ შეხვდა. იჯარეთელები გამგეობის წარმომადგენლებს უხსნიან, რომ სოციალურად დაუცველები არიან, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მეტი პროდუქტი უნდა მიეღოთ.

გამგეობის წარმომადგენლები კი ცდილობენ შეკრებილებს აუხსნან, რომ პროდუქტი არა სოციალური მდგომარეობის, არამედ, ზარალის ოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

„თუ ფიქრობთ, რომ რამე შერჩევით მოხდა, ძალიან ცდებით, ეს უმადურობაა“, – მიმართა შეკრებილებს მინდია ჯელიამ.

სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ, რომელიც ზარალის დამთვლელი კომისიის წევრი იყო, ადგილობრივებს განუმარტა, რომ კომპენსაციის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა: „თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, მას მიმართეთ, პრემიერმა დამიჭიროს“.

"სამხრეთის კარიბჭესთან" კომენტარში კი სოფრომაძემ განაცხადა, რომ არანაირ შერჩევით გადანაწილებას ადგილი არ აქვს. პროდუქტები ნაწილდება იმის მიხედვით, ვინ რა ოდენობის ზარალი მიიღო სტიქიის დროს.

ადგილობრივებს ხელისუფლებასთან კიდევ ერთი პრეტენზია აქვთ, ისინი აცხადებენ, რომ ჯობდა კომპენსაცია ფულადი ყოფილიყო: "ჩვენ რაც გვინდოდა, იმას ვიყიდიდით.

შეგახსენებთ, რომ იჯარეთი ერთ–ერთია გასული წლის 14 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ 8 სოფელს შორის. ამ სოფლებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 321.000 ლარი გამოიყო. დაზარალებულებისთვის პროდუქტები შეიძინეს. ზეთის, ფქვილისა და მაკარონის დარიგება იჯარეთში 13 მარტს დაიწყეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზარალებულთა ნაწილი სიაში საერთოდ არ იყო, ნაწილის ზარალი კი კომისიას დათვლილი არასათანადოდ ჰქონდა. ამიტომ, პროდუქტის დარიგებას პროტესტი მოჰყვა. რიტუალების სახლში მიტანილი ფქვილი, შაქარი, ზეთი, ვერმიშელი და მაკარონი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, ისევ, რიტუალების სახლში დატოვეს.

დღეს, 18 მარტს, ამ თემაზე 5–წუთიან გამოსვლაში ადიგენის მაჟორიტარმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ისაუბრა. მან სამართალდამცავ უწყებებს მიმართა დაინტერესდნენ ამ საკითხით, რადგან აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა
იჯარეთში კომპენსაციის გაცემა დაპირისპირების მიზეზი გახდა [Photo]
ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
დღის ფოტო - იჯარეთელები ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ [Photo]
ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით