FM97.5 / LIVE

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა

მთავარიეკონომიკა 14.03.2015
იჯარეთში სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილ პროდუქტს სოფელში ვერ ანაწილებენ. მოსახლეობის ნაწილი პროდუქტის არათანაბრად გადანაწილებას აპროტესტებს და ზარალის დამთვლელი კომისიის ხელმძღვანელს უსამართლობაში ადანაშაულებს.

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა
იჯარეთის მცხოვრებლები "სამხრეთის კარიბჭეში" დახმარების თხოვნით მოვიდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯარეთში სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი პროდუქტის დარიგება გუშინ, 13 მარტს დაიწყეს, თუმცა, ადგილობრივებში გაჩენილი უთანხმოებისა და პროტესტის გამო ვეღარ გააგრძელეს. ერთი კვირის წინ, რიტუალების სახლში მიტანილი ფქვილი, შაქარი, ზეთი, ვერმიშელი და მაკარონი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, ისევ, რიტუალების სახლში დატოვეს.

გასული წლის 14 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ 8 სოფელს შორის იჯარეთი ერთ–ერთია. ამ სოფლებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ 321 000 ლარის პროდუქტი შეიძინა. თუმცა, მას შემდეგ რაც იჯარეთში მისი განაწილება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ დაზარალებულთა ნაწილი სიაში საერთოდ არ იყო, ნაწილის ზარალი კი კომისიას დათვლილი არასათანადოდ ჰქონდა.

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა „7 500 მეტრი მაქვს მეც და ჩემ მეზობელსაც. მასზე მეტი ჭანჭური, ქლიავი, კომში და ატამი მაქვს. ნაკვეთზე კი ყველაფერი: კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, კიტრი და პომოდორი მეთესა. ყურძენიც სეტყვამ სულ ძირს ჩამოიტანა და მხოლოდ ერთი ტომარა ფქვილი მომცეს. მეზობელმა კი 18 ტომარა მიიღო. ამიტომ ის ერთიც დავტოვე და აღარ წამოვიღე“, – აცხადებს იჯარეთის მკვიდრი ეთერ საგინაძე და ამატებს, რომ სტიქიის შემდეგ ორი დღე ხეებზე თოვლი და ყინვა არ გამდნარა, ამიტომ შეუძლებელი იყო, ვიღაცა ნაკლებად და ვიღაცა მეტად დაზიანებულიყო.

საგინაძე და მისი თანასოფლელები ირწმუნებიან, რომ ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, სოფლის რწმუნებულმა გიორგი სოფრომაძემ, დაზარალებულთა სია თავიდანვე არასწორად შეადგინა.

„ყოფილა ჩვენთან მისული, სახლში არ ვიყავით, მეზობლის ბიჭი შეუყვანია ეზოში, თავად კაკლის ქვეშ დამდგარა, არც არაფერი დაუთვალიერებია მონაცემები ისე დაუწერია“, – ამბობს საგინაძე.

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა ზარალის დამთვლელ კომისიას შინ არც გულიკო საგინაძე დახვედრია. თუმცა როგორც რძლისგან იცის, სოფრომაძეს მონაცემები ეზოს დათვალიერების გარეშე შეუდგენია: „ჩემს ზედა მეზობელს საკმაო რაოდენობის პროდუქტი შეხვდა, ქვედას 18 ტომარა მოუწია, ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?! წერა–კითხვა არ იციან ?!“

გულიკოსა და ეთერ საგინაძეს ორი წლის წინ სახლები დაეწვათ. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან ზარალი მეტი გულისყურით უნდა დაეთვალათ.

„ვისაც აღწერის დროს კომისიის წევრებთან ნამცხვრები, ყავა და შოკოლადი მიჰქონდა, მან მეტი ფქვილი მიიღო. სოციალურად დაუცველები კი დავიჩაგრეთ“, – აცხადებს ეთერ საგინაძე.

საგინაძეებისგან განსხვავებით სიაში ვერ მოხვდა ზაურ დიასამიძე, თუმცა, როგორც თავად ირწმუნება, კომპენსაცია მის გარშემო ყველამ აიღო. მის მეზობლად მცხოვრები თამაზ ნათენაძე კი მიღებული პროდუქტის სიმცირეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰექტარნახევარზე განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ მხოლოდ 8 ტომარა ფქვილი მისცეს.

„იმდენი კაკლი და ჭანჭური დამიზინა, ნათსებზე რომ აღარაფერი ვთქვა, თვლა არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერში ოთხი ტომარა ფქვილი გვაკმარეს. სხვებს კი, ვისაც არც ნათესები და ნარგავები ჰქონდათ, 9–10 ტომარა დაურიგეს“, – ამბობს ლალი აბუთიძე.

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა იჯარეთელები ამბობენ, რომ მათ იმ მეზობლების საწინააღდეგო, ვინც პროდუქტით დააკმაყოფილეს, არაფერი აქვთ, უბრალოდ თავადაც სამართლიან მოპყრობასა და მიღებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ: „შეიქმნას კომისია და სწორად დაითვალოს ვის რა რაოდენობის ზარალი მიადგა. ჩვენ ადიგენის გამგებლის და არც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგი არ ვართ. პირიქითმ მადლობას ვიხდით, რომ კომპენსაცია გამოყეს, მაგრამ ჩვენც ხომ დავზარალდით?! დაგვეხმარონ ჩვენც“.

„სამხრეთის კარიბჭე“ გიორგი სოფრომაძეს ვერ დაუკავშირდა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე კი იჯარათელების პროტესტს არ იზიარებს, თუმცა მომხდარის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში აღარაფერი შეიცვლება.

„უკვე ყველაფერი მოგვარებულია, ზარალი დათვლილი და გადანაწილებელია, ასე რომ აღარაფერი შეიცვლება“, – აცხადებს ენდელაძე.

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა მას კომისიის მუშაობის სისწორეში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ კომისიამ ობიექტურად იმუშავა: „100 პროცენტიანი სიზუსტით, ბუნებრივია ყველაფერი ვერ იქნება, შესაძლოა რაღაც ცდომილება იყოს, მაგრამ ვენდობი ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას. ცოტა უკმაყოფილება იქნება მოსახლეობაში, რა თქმა უნდა“.

ენდელაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, ჯამში ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 579 000 ლარი გამოიყო, ეს კი მუნიციპალიტეტისთვის უპრეცენდენტო მოვლენაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია
ადიგენში მცხოვრები – „ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან