FM97.5 / LIVE

იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]

მთავარიეკონომიკა 18.03.2015
'რომ დაწყნარდნენ, დამშვიდნენ ის აჯობებს და მადლობა მოიხადონ რაც მიუვიდათ იმაზე დღეში ათჯერ, ოცჯერ და ასჯერ. ღმერთმა მეორედ არ მოიყვანოს თორემ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამნაირ სიკეთეს აღარასდროს გააკეთებს ალბათ ჩვენი ხელისუფლება', – სოფელ იჯარეთში გამგებლის წარმომადგენელს ხალხის პროტესტი უკვირს.



იჯარეთში ადგილობრივთა ნაწილის უკმაყოფილება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი პროდუქტის განაწილებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრებლები დღეს, 18 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. იჯარეთელები აცხადებენ, რომ სტიქიამ ყველა თანაბრად დააზარალა, თუმცა კომპენსაციით მიღებული პროდუქტი არათანაბრად განაწილდა.

ადიგენში 2014 წლის სექტემბერში სტიქიამ 8 სოფელი დააზარალა. კომპენსაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 321 000 ლარი გამოიყო და ამით ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროდუქტი შეიძინა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ზარალის ანაზღაურების ფორმაში კორუფციის სქემას ხედავს.

ადიგენის გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და სახელმწფო ხალხს მაქსიმალურა დაუდგა გვერდში.

შეგახსენებთ, ადიგენის 8 სოფელს სტიქიამ 2014 წლის 14 სექტემბერს შეუტია. სპეციალურმა კომისიამ ზარალი ორი მიმართულებით, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით შეისწავლა. სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულმა ზარალმა 1.000.057 ლარი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი 35.740 ლარი შეადგინა.

ინფრასტრუქტურული ზარალის ასანაზღაურებლად ადიგენს 35.000 ლარი გადაეცა. ტენდერში შპს „ტყუპები 2013“–მა გაიმარჯვა და სამშენებლო მასალები მოსახლეობაზე აღნიშნულმა ფირმამ გასცა.
321.000 ლარი კი სასოფლო–სამეურნეო ზარალის ასანაზღაურებლად გამოიყო.

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა