FM97.5 / LIVE

ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"

მთავარიპოლიტიკა 09.12.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის სხდომაზე იმ შეჩერებული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ადიგენის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო.

ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი უსამართლოდ ისჯება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი მიმართვის მიუხედავად სამი წელია ადიგენში გაზიფიცირების პროცესი შეჩერებულია. მისი თქმით, ყველა პრემიერმინისტრი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში იყო პირობას დებდა, რომ ადიგენის გაზიფიცირება აგვისტოში დასრულდებოდა. თუმცა იმის მერე სამი აგვისტო გავიდა.

"სინამდვილეში ეს პროცესი 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო. შეჩერებულია აბასთუმნის მშენებლობაც, აქ არაა კანალიზაცია და წყალმომარაგება. ეს მაშინ, როცა ადგილობრივები მხოლოდ საკურორტო მომსახურებით ირჩენენ თავს. გაღმა ადიგენის წყლის რეაბილიტაციისთვის თანხა ჩარიცხული იყო, მაგრამ ეს სადღაც გაქრა და სამუშაოები შეჩერდა. ასევე შეჩერებულია გოდერძის და საირმისკენ მიმავალი გზების მშენებლობა, რის გამოც ადიგენი ისევ ჩიხად რჩება“, – განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, მოსახლეობის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რის გამოც ხე–ტყე იჩეხება: „ამას ემატება კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. ძველი კანონით რაიონი მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნოდა, ხოლო ახლით დაახლოებით 95% არ მიეკუთვნება, რის გამოც მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა. სამაგიეროდ რაიონს უკვე ჰყავს ორი გამგებელი, ორი საკრებულოს თავმჯდომარე, სამი გამგებლის მოადგილე, ორი საფინანსოს უფროსი“, - აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სასამართლოებმა გაამართლეს ახლა ადგილობრივ თვითმმართველობას განაცდური საათების ანაზღაურებას სთხოვენ.

"რაში იხარჯება ეს ფული, რა ჰქვია ამას თუ არა დასჯა? იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის რაიონი, ან იმიტომ, რომ დეპუტატი არის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. 2016 წლის არჩევნებში თქვენი გამარჯვების შანსი ნულია, ამას უკვე უნიათობა კი არა მავნებლობა ჰქვია. იმ ფონზე, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, მოგიწოდებთ, რომ ადიგენი დატოვოთ მაღალმთიან რეგიონში და რაღაც შეღავათი მაინც მისცეთ ამ გაჭირვებულ ხალხს", – მოუწოდა ჩილინგარაშვილმა უმრავლესობას.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით

რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ადიგენში გაზიფიკაცია შეჩერდა