FM97.5 / LIVE

ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია

მთავარიპოლიტიკა 18.03.2015
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ფიქრობს, რომ სოფელ იჯარეთში მცხოვრებლებისთვის კომპენსაციის გაცემა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ამ თემაზე დეპუტატი დღეს, 18 მარტს, პარლამენტში აპირებს საუბარს.

ზურაბ ჩილინგარაშვილი: იჯარეთში კომპენსაციის დარიგებაში კორუფციის ნიშნებია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში გასულ კვირას პროდუქტების დარიგება დაიწყეს. ადგილობრივებს განუმარტეს, რომ ზეთს, ფქვილსა და მაკარონს, იმ სტიქიის საკომპენსაციოდ ურიგებდნენ, სოფელს 2014 წლის სექტემბერში რომ დაატყდა თავს.

ადგილობრივების ნაწილმა კომპენსაციად 18 და მეტი ტომარა ფქვილი მიიღო, ნაწილმა მხოლოდ 1, ნაწილს კი სოფლისთვის გამოყოფილი კომპენსაციიდან არაფერი შეხვდა.

იჯარეთში მცხოვრებლებმა კომპენსაციის უსამართლოდ გადანაწილება გააპროტესტეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც პროდუქტების დარიგება მალევე შეწყვიტა.

მეორე დღეს, იჯარეთლელები „სამხრეთის კარიბჭეში“ ჩამოვიდნენ და პრობლემის მოგვარებაში მედიის დახმარება ითხოვეს. იმავე დღეს ადგილობრივებმა დახმარება სთხოვეს ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს ზურაბ ჩილინგარაშვილსაც.

ადიგენის მაჟორიტარი ამბობს, რომ კომპენსაციის დარიგებაში პროდუქტების არათანაბრად გადანაწილების გარდა, სხვა დარღვევებსაც ხედავს. მისი თქმით, თანხა გამოყოფილია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობის ზამთრისთვის საკვები პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ხელისუფლებამ კი მისი დარიგება გაზაფხულზე დაიწყო.

„2014 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ზამთრისთვის საკვები პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ( ზამთრის პერიოდში ), საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 321000( სამას ოცდაერთი ათასი )ლარი. ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს პრემიე– მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს“, – ამბობს ჩილინგარაშვილი და ამატებს, – „ აქ არის ხაზგასმულად, რომ ზამთრისთვის საკვები პროდუქტების მომარაგების მიზნით. ეს თანხა ფაქტობრივად უკვე არის არამიზანმიმართუელი, იმიტომ რომ მოსახლეობასთან მივიდა მარტის თვეში“.

გარდა ამისა, ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ არაგონივრულია დაზარალებულებისთვის პროდუქტის დარიგებაც: „მე რომ მივედი მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ვინც ვერ მიღო ხომ ილანძღებოდა და ისიც ილანძღებოდა ვინც მიიღო. ერთ ადამიანს მისცეს დაახლოებით 20 თუ 22 ტომარა ფქვილი, ეს ადამიანი იძახის, მაქვს ბანკის კრედიტი, ვაპირებდი რაც მოვიდოდა მოსავალი, გამეყიდა, დამეფარა სესხი და ცოტაც დამრჩებოდა. ამათ კი მომცეს 22 ტომარა ფქვილი, 250 კილოგრამი მაკარონი, 50 ლიტრი ზეთი. რად უნდა ამდენი ფქვილი, რომ გაყიდოს, დაიჭერენ, არადა, ამდენი ოჯახს არ სჭირდება, უნდა გაუფუჭდეს და გადაყაროს, ბანკის ვალი კი ისევ დარჩეს“.

ჩილინგარაშვილს კითხვებს პროდუქტის პირდაპირი წესით შესყიდვაც უჩენს.

„8 თვის წინ მოხდა სტიქიური უბედურება, 8 თვის განმავლობაში ვერ მიიღეს ვერავითარი დახმარება. როგორც კი მიტინგამდე, 21 მარტამდე, ცოტა დრო დარჩა, მაშინ გააკეთეს. რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ ტენდერის გარეშე მოხდა ამ პროდუქტების შესყიდვა?! აქ სულ სხვა რამეზე მაქვს ეჭვი, ვფიქრობ აქ არის კორუფციის ნიშნები“, – ამბობს ჩილინგარაშვილი და ამატებს, რომ ამ საკითხზე, დღეს, 18 მარტს, პარლამენტშიც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ იჯარეთი ერთ–ერთია გასული წლის 14 სექტემბერს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ 8 სოფელს შორის. ამ სოფლებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ 321 000 ლარის პროდუქტი შეიძინა. თუმცა, მას შემდეგ რაც იჯარეთში მისი განაწილება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ დაზარალებულთა ნაწილი სიაში საერთოდ არ იყო, ნაწილის ზარალი კი კომისიას დათვლილი არასათანადოდ ჰქონდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე იჯარათელების პროტესტს არ იზიარებს, თუმცა მომხდარის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში აღარაფერი შეიცვლება.

„უკვე ყველაფერი მოგვარებულია, ზარალი დათვლილი და გადანაწილებელია, ასე რომ აღარაფერი შეიცვლება“, – აცხადებს ენდელაძე.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქოლგა ხომ არ მქონდა გადაფარებული ნაკვეთზე?!–იჯარეთში კომპენსაციის განაწილებას ხმაური მოჰყვა
ზურაბ ჩილინგარაშვილი სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ადიგენში კომპენსაციის გაცემის საკითხით
იჯარეთში ადგილობრივები გამგეობის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
იჯარეთში კომპენსაციის გაცემა დაპირისპირების მიზეზი გახდა [Photo]
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
ადიგენში მცხოვრები – „ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ“
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი