FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან

მთავარიეკონომიკა 29.01.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს, 14 სექტემბრის სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს აუნაზღაურებენ. დაზარალებულ სოფლებში საჭირო მასალის დასაწყობება უკვე დაიწყო.

ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან

2014 წლის 14 სექტემბრის სტიქიის დროს ადიგენის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი დაზარალდა. ძლიერი წვიმა დაახლოებით ნახევარ საათს, სეტყვა კი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, განადგურდა მოსავალი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და გზები.

ცენტრალური ბიუჯეტიდან ზარალის ასანაზღაურებლად 35.000 ლარი გამოიყო. თანხა ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ტენდერში შპს „ტყუპები 2013“–მა გაიმარჯვა და სამშენებლო მასალებს მოსახლეობაზე აღნიშნული ფირმა გასცემს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 სექტმებრის სტიქიის დროს ზარალი სპეციალურმა კომისიამ ორი მიმართულებით, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით შეისწავლა.

სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულმა ზარალმა მილიონ 57 ათას 52 ლარი შეადგინა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 35 ათას 740 ლარი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა