FM97.5 / LIVE

სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა

მთავარიეკონომიკა 14.09.2014
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ხუთზე მეტი სოფელი დააზარალა; სტიქიამ სასოფლო-სამეუნრეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა.

სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ძლიერი წვიმა დაახლოებით ნახევარ საათს, სეტყვა კი ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. სტიქიამ ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები იმერთუბანი, ლელოვანი, კახარეთი, ჩორჩანი და სმადა დააზიანა.

„ხეებს ფოთოლი აღარ შერჩა, ნაყოფზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვაშლი და კაკალი სულ გაანადგურა, დამტვრეულია ტოტები. თოვლივითაა სოფელი გადათეთრებული“, - ამბობს იმერთუბანში მცხოვრები გელა სირბილაძე და ამატებს, რომ ძლიერმა ქარმა ფუტკრების სკებიც გადააბრუნა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ჯერ არ იციან.

„ახლა გავდივართ ადიგენიდან სმადაში, ჯერ ზუსტად არ ვიცით სად რა მდგომარეობაა“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა.

სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ადიგენის მაღალმთიანი სოფლები ისევ დაისეტყვა [Photo]