FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიისგან მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.06.2017
ადიგენის გამგეობაში, 10 ივნისს მოსული სტიქიის შედეგები დაითვალეს. დაზიანებული გზების, მილებისა და ხიდების ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა.

ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
ადიგენის გამგეობაში სპეციალურად შექმნილმა ზარალის დამთვლელმა კომისიამ, სტიქიისაგან მიყენებული ზარალის დათვლა გუშინ, 22 ივნისს დასსრულა, დღეს კი შედეგები რეაგირებისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნა.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, დათვლილია მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალი. რაც შეეხება განადგურებულ ნათესებს, გამგებლის მოადგილის არსენ ბალახაშვილის თქმით ვისაც დაზღვეული ჰქონდა, ზარალს სადაზღვევო კომპანია დაითვლის და აანაზღაურებს კიდეც. იმ ფერმერებს კი ვისაც მიწები დაზღვეული არ აქვთ, თვითონ ვერაფრით დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში ძლიერი სტიქია 10 ივნისს მოხდა. რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: ვარხანი, ბენარა, უნწა და სოფელი აბასთუმანი დააზარალა. დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო ნათესები, სახლები და ეზოები, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი.

ადიდებული ხევებისა და მოვარდნილი ნიაღვრებისაგან დააზიანდა ვარხნის ორი და ბენარის ერთი ხიდი. ასევე სოფელ უნწის ხიდი, რომელიც სოფელს ცენტრალურ გზასთან და მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს.

გამგეობაში ამბობენ, რომ ხიდების პირველადი შეკეთება მოხდა, მათი სრული რეაბილიტაციისათვის კი ტენდერი გამოცხადდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
აკაკი მაჭუტაძე: ზარალი დიდია, თუმცა ისეთი არა, როგორც წინა წლებში
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა