FM97.5 / LIVE

სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა

მთავარიეკონომიკა 02.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამის სამინისტროებს შედეგები დღეს უნდა გადაუგზავნოს.

სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა

14 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ ცხრა სოფელი დააზარალა. სპეციალურმა კომისიამ ზარალი ორი მიმართულებით, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით შეისწავლა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულმა ზარალმა მილიონ 57 ათას 52 ლარი შეადგინა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 35 ათას 740 ლარია.

აღნიშნული მონაცემები შესაბამის სამინისტროებს დღეს გადაეგზავნება.

"გადავაგზავნით სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში, მოლოდინი გვაქვს, რომ მოსახლეობას დაეხმარებიან. როგორ იქნება ეს ყველაფერი, ჯერ ვერ გეტყვით", – ამბობს გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

რა რეაგირება მოჰყვება ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილ შედეგებს, ჯერ უცნობია. გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის დახმარების საშუალება არ აქვთ.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა
იჯარეთში ხალხს კომპენსაცია არ მოსწონს, ხელისუფლებას კი ხალხის უმადურობა [Video]
სტიქიამ ადიგენი 153 324 ლარით აზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა