FM97.5 / LIVE

სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?

მთავარი 20.10.2014
იმყოფებოდა თუ არა სრულიად საქართველოს მუფთი დღეს, 20 ოქტომბერს ახალციხეში და ჰქონდა თუ არა მას გასაიდუმლოებული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან; რა ინფორმაციას ფლობენ ადგილობრივი მუსლიმები ვიზიტის შესახებ.

სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?
სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის მანქანა დღეს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ეზოში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იდგა. თუმცა, იმყოფებოდა თუ არა ჯემალ პაქსაძე ახალციხეში, ვის შეხვდა და რა თემაზე ისაუბრა, ამ დრომდე უცნობია.

სწორედ ამ მანქანით იმყოფებოდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მიმდინარე წლის მაისში, როცა იგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა.

სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?
2014 წლის, 31 მაისი შეხვედრა მუსლიმ მრევლთან.


სამხარეო ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ია გოგატიშვილმა განაცხადა, რომ ჯემალ პაქსაძის ვიზიტის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სულ სხვა შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"გუბერნატროს შეხევდრა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებთან აქვს, წარმომადგენლები მთელი რეგიონის, მასშტაბით არიან", – განაცხადა ია გოგატიშვილმა.

მისივე თქმით, რადგან შეხევდრა დახურული იყო ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ ჰქონდა.

ესწრებოდა თუ არა სამუშაო ჯგუფების შეხვედრას აკაკი მაჭუტაძე, "სამხრეთის კარიბჭემ" ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ შეხვედრებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი არ ესწრებოდა.

"სამუშაო შეხვედრა გვქონდა. ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ. სხვადასხვა ჯგუფებში ვმუშაობდით, ეს ქალბატონ ია გოგატიშვილთან გადაამოწმეთ. ბატონ კაკოს გუბერნიაში შევხვდი, მაგრამ ჩვენი გამგებელი რაიონში არ არის და ამიტომ ხშირად მიწევდა გარეთ გამოსვლა. შეიძლება იყო კიდეც შემოსული", – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე.

"რამდენიმე ჯგუფად ვიყავით დაყოფილი და გუბერნატორი ჩვენს შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ შეიძლება სხვას დაესწრო",–ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსი გიგოლაშვილი.

"მე ინფრასტრუქტურის და ტურიზმის ჯგუფში ვარ, სულ ხუთი ჯგუფია. დღეს შეხვედრას გუბერნატორის წარმომადგენელი ესწრებოდა", – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ლონდარიძე.

სრულიად საქართველოს მუფთის ვიზიტის შესახებ ინფრომაცია არ ჰქონდა სამცხე–ჯავახეთის მუფთს მამუკა ვაშაყმაძეს.

"თქვენგან მესმის პირველად. ცუდად ვარ და სახლში ვიმყოფები", – განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ჭელის მეჩეთის წინამძღვარს ჯამბულ აბულაძეს, რომელიც ჯემალ პაქსაძეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს: "ვიცით რომ აქეთ არის წამოსული. ჯერ არანაირ კავშირზე არ გამოდის. არ დავკავშირებივარ ის ჩემთვის არის არალეგიტიმური პიროვნება, ამიტომ მის აქ ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მან შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფოც და ჩვენი საზოგადოებაც და ამისთვის პასუხს აგებს".

"სამხრეთის კარიბჭემ" ინფორმაციის გადამოწმება თავად სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან სცადა. თუმცა, გუბერნატორმა ჟურნალისტის ზარებს არ უპასუხა. ასევე "სამხრეთის კარიბჭემ" დაკავშირება სცადა სრულიად საქართველოს მუფთთან ჯემალ პაქსაძესთან. თუმცა, ტელეფონს არც პაქსაძემ არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სოფელ მოხეში, ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟის დაწყებას მოჰყვა.

ამ წუთებში ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ხვდება, მისი თქმით შეხვედრის შესახებ დეტალებს მოგვინიანებით მოგვაწვდის: "ადიგენის გამგეობიდან დამიკავშირდნენ და შეხვედრა მთხოვეს, სავარაუდოდეს მოხეში არსებულ სადავო შენობის თაობაზე", – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

ჯამბულ აბულაძის ვარაუდით, სრულიად საქართველოს მუფთის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტიც ამ საკითხს უკავშირდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
მუსლიმები დღეს პრემიერს შეხვდებიან
მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ