FM97.5 / LIVE

მუსლიმი სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან

მთავარისაზოგადოება 19.10.2014
ვის ინტერესებს ატარებს სრულიად საქართველოს მუფთი და რატომ არ ენდობიან მას სასულიერო პირები; ვისი დაკვეთა შეასრულა მან წინასაარჩევნოდ მოხეში და რაში ადანაშაულებს სულიერ ლიდერს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი;

მუსლიმი სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე სრულიად საქართველოს მუფთს ჯემალ პაქსაძეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობის გამო მოსახლეობის დაპირისპირება მისი საქციელითაა განპირობებული.

„ეს ყველაფერი არის ჯემალ პაქსაძისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი მოქმედებების ბრალი. არჩევნების წინ იყვნენ ჩამოსული და მუსლიმებს დაპირდნენ, რომ შენობას დაუბრუნებდნენ. ამიტომ, ხალხს იმედი მიეცა და ის მივიღეთ დღეს სახეზე, რაც მივიღეთ. რატომ არ ჩამოდის დღეს, რომ თავისი დაპირების შესახებ ხალხს პასუხი გასცეს?! პაქსაძე არალეგიტიმურია, ის ვეღარ იქნება ჩვენი წინამძღვარი, მოსახლეობას ატყუებს“.

წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ახლა პაქსაძე აცხადებს, რომ მოხის მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით, ადიგენში წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იქ არის როგორც სამცხე-ჯავახეთის მუფთი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, ამიტომ, მის ჩართულობას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. იგი წინასაარჩევნოდ დაპირებასაც უარყოფს.

„დაპირება არ მიგვიცია, ეს იყო თხოვნა, - აცხადებს პაქსაძე და ამატებს, რომ ჯამბულ აბულაძის დაპირისპირებაზე არ ისაუბრებს, -თუ რაიმე უნდა, თავად მითხრას, ამის შესახებ პირველად მესმის“.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ნაკაიძე კი ირწმუნება, რომ პაქსაძისგან პოლიტიკური აგიტაცია ჩვეული მეთოდია: „იგი „ნაციონალების“ დროსაც ასე იყო და ახლაც ასე იქცევა. ვიცი, რომ ჩამოვიდა და დაპირდა ხალხს, თუ ხმას მისცემდნენ „ოცნებას“, შენობას მიიღებდნენ. ბუნებრივია, აღელვებული იქნება საზოგადოება და ამ შემთხვევაში მართალია ჯამბული“.

ნაკაიძის განცხადებთ, ჯემალ პაქსაძის პოზიცია მერყევია მუსლიმი თემის ინტერესების დაცვისას, რადგან ის ცდილობს არ გააღიზიანოს ის ადამიანები, ვინც იგი მოიყვანა მუსლიმთა სამმართველოს სათავეში: „ის ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ მუსლიმთა სამმართველო დააფუძნეს ისეთმა პირებმა, რომლებიც არ არიან მუსლიმები. ეს სამმართველო არის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლების დაფუძნებული. ბევრი დეტალია, რომელზე საჯაროდ საუბარს ვერიდებით“.

ნაკაიძის თქმით, რადგან იგი მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელია, არ სურს, რომ მისი განცხადება ისე გაიგოს საზოგადოებამ თითქოს ორგანიზაციები უპირისპირდებიან ერთმანეთს : „არა მარტო მოხის მეჩეთთან დაკავშირებით, ზოგადად არსებობს პრობლემა: ჯემალი და ეს სტრუქტურა იქცა სახელმწიფოს წარმომადგენლობად მუსლიმ თემში, ვიდრე მსულიმი თემის წარმომადგენლობად სახელმწიფოსთან მიმართებაში. ამიტომ ძალიან არათანმიმდევრული პოილიტიკა აქვს ბატონ ჯემალს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ტარიელ ნაკაიძე: ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა